დიეგო ალვესმა “ვალენსიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ კომენტარი გააკეთა. 29 წლის მეკარემ მოქმედ კლუბთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და საკუთარი თავი “ვალენსიას” 2019 წლამდე დაუკავშირა.
“ძალიან გახარებული ვარ. ვრჩები, რათა ახალი სიმაღლეები დავიპყროთ. ვფიქრობ, ამ სამი წლის განმავლობაში შედეგიანად გავისარჯე და ახალი კონტრაქტი დავიმსახურე. გულშემატკივრებს ვუყვარვარ და პატივს მცემენ. ყოველთვის ვცდილობდი, მათთვის კარგი თამაშით გადამეხადა მადლობა. ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ ცხრილის სათავეში დაბრუნებას შევძლებთ” – ავრცელებს ალვესის კომენტარს Goal.com.
შეგახსენებთ, რომ დიეგო ალვესი “ვალენსიაში” 2011 წელს “ალმერიადან” გადავიდა. გასულ სეზონში მან პრიმერადივიზიონში 35 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებმა კლუბის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
ლევან გოგოტიშვილი