ფეხბურთი

12:18 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დროგბა: “მოურინიუმ მითხრა, რომ “ჩელსის” ვჭირდებოდი”

დიდიე დროგბა რომ “ჩელსიში” დაბრუნდა და კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაუწყათ. გუშინ, შკყშპორტს-თან ინტერვიუში, კოტდივუარელმა თავდამსხმელმა “ჩელსიში” დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.

“აქ დაბრუნება საოცარია და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კლუბში მოხვედრით ბედნიერი ვარ და ერთგულ გულშემატკივართან შეხვედრას მოუთმენლად ველი. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იყო, რადგან “ჩელსისთან” და მოურინიუსთან უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს. ჟოზემ დამირეკა და მითხრა, რომ “ჩელსიში” უნდა დავბრუნებულიყავი და მაშინვე დავთანხმდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ჩემში იმ დროგბამ გაიღვიძოს, რომელიც “ჩელსიში” ადრე თამაშობდა.” – განაცხადა დიდიემ.

შეგახსენებთ, რომ დროგბა “ჩელსიში” 2004-2012 წლებში თამაშობდა და ლონდუნურ კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიპოვა.

ლევან გოგოტიშვილი

0.117154