ფეხბურთი

2:45 | 7.09.2013 | ნანახია 0 - ჯერ

დიდიე დეშამი: “მეტი უნდა გაგვეკეთებინა”

მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებთან 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა აღნიშნა, რომ მომავალში “სამფეროვნებმა” უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშონ.  

    -მატჩის შემდეგ როგორი შეგრძნება გაქვთ?

დიდიე დეშამი: “საწყის ერთ საათში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. ქართველებმა ამ თამაშში კარგი შედეგი აჩვენეს. დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ. უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა”.

- რატომ ვერ მოიგეთ? ქართველებისგან ასეთ თამაშს ელოდით?

- იმიტომ, რომ გოლი ვერ გავიტანეთ.

- არასასურველ შედეგს რას დააბრალებდით?

- შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც დავაკელით. მეტი უნდა გაგვეკეთებინა. ცენტრალურ ხაზში შეცდომები დავუშვით. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვერ ვიპოვეთ.

- თუ გაქვთ იმედგაცრუება მთელი გუნდის გამო?

- ასე ვერ ვიტყვი. უფრო ვიტყვი, რომ ქართველები კარგად იყვნენ შეჯგუფულნი და მეტის გაკეთების საშუალება არ მოგვცეს. ვერ ვიტყვი, რომ მთელი გუნდის გამო იმედგაცრუებული ვარ.

- თამაშამდე თქვით, რომ სამ ქულას აუცილებლად მოიპოვებდით. ეს მეტოქის შეუფასებლობა ხომ არ იყო? ამ მატჩის მერე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი გაქვთ?

- რა თქმა უნდა, შესაძლოა, პირველი ადგილი ვერ დავიკავოთ. მითუმეტეს, ესპანეთმა ფინეთთან მოიგო. თუმცა, თამაშები კიდევ გვაქვს და ვიბრძოლებთ, რომ მე-2 ადგილი ღირსეულად დავიკავოთ.

- როგორ თვლით, გამოსავალი რაა? იმედია, რომ ეს შედეგი დიდი იმედგაცრუება არ იქნება?

-. მომავალში მეტი სიფრთხილე გვმართებს. უფრო მეტად შემტევი თამაში უნდა ვაჩვენოთ. საგოლე მომენტები მეტად გამოვიყენოთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი იმედგაცრუბეაა. წინ თამაშები კიდევ გვაქვს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ თამაშის მერე უფრო პოზიტიური განწყობა უნდა იყოს? მითუმეტეს, ჯგუფში მეორე ადგილი პესიმისტური განწყობის საფუძველს არ იძლევა...

- რა თქმა უნდა, ამის მომხრე ვარ. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების ამბიცია გვაქვს, მაგრამ მეორე ადგილიც ცუდი შედეგი არაა. ამიტომ, გუნდში პესიმისტური განწყობა არ უნდა იყოს. ამის შესახებ ფეხბურთელებთან აუცილებლად ვისაუბრებ.

- ამ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად რას გეგმავთ?

- ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე მაქსიმალურ შედეგს ველით. საქართველოს ნაკრებიდან კი ოქრიაშვილს გამოვარჩევდი, რომელიც საუკეთესო იყო. მთელმა გუნდმა კარგი შედეგია აჩვენა, მაგრამ ოქრიაშვილი ყველაზე მეტად გამოირჩეოდა.

- მომავალ თამაშებში რას გამოასწორებთ?

- ხარვეზებს გამოვასწორებთ. მეტოქეებს უფრო მეტად შემტევი თამაში უნდა შევთავაზოთ. 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:23 | 09.02.2014
ogafa (10220)

“ტოტენჰემს” ზაფხულში ჩაიბარებს.

20:44 | 09.02.2014
anakoma (26)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:45 | 09.02.2014
patrick jane (685)

არაფერი არუშველის ტოტენჰემს

17:36 | 09.02.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

არამგონია ამან უშველოს ტოტენჰემს

17:08 | 09.02.2014
Athletic.Bilbao (220)

თავი დაანებეთ ბლიად, ნაკრები აბარია კაცს,რაის ტოტენჰემი

17:10 | 09.02.2014
chamilo (33560)

მერე ნაკრებს რა ხელს უშლის,მუნდიალის შემდეგ მიდის ნაკრებიდან და თავისუფალი იქნება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.105935
სარეკლამო ადგილი - 99
X x X