ძიუდო

17:59 | 5.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

დიდი სლემი გრძელდება, ოღონდ ქართველებისთვის არა

პარიზის დიდ სლემზე მეორე დღის წინასწარი შეხვედრები მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა კი ფრანგულ ტატამზე გამოსვლა უკვე დაასრულა. პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი გუნდიდან დღეს საქმეში ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (ორივე 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი ჩაერთნენ და ნახევარფინალამდე ვერც ერთი ვერ მივიდა.
ზვიადაური და ჟორჟოლიანი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდნენ, ჭრიკიშვილმა, ხანჯალიაშვილმა და ოქრუაშვილმა თითო მეტოქის ძლევა შეძლეს, ლიპარტელიანი კი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მეოთხედფინალზე შეჩერდა და ქართველთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა – მე-5 ადგილი და 60 სარეიტინგო ქულა.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09375