ფეხბურთი

1:51 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდების გაცილება

სიმბოლურობა: სეზონი პრემიერლიგის საუკეთესოს გოლმა დაასრულა

ალექს ფერგიუსონი, პოლ სქოულზი, ჯეიმი კარაგერი, მაიკლ ოუენი – ისინი ფეხბურთიდან წავიდნენ. სერ ალექსმა ბოლოჯერ გაწვრთნა “მანჩესტერ იუნაიტედი”, მისმა გუნდმა კი თავიდან გოლები დააწვიმა “ვესტ ბრომვიჩს”, 5:2 იგებდა და შემდეგ რაც მოხდა, ეს ფანტასტიკას უფრო განეკუთვნებოდა. 5:5!

ტურის გმირი უდავოდ “ვესტ ბრომვიჩი” და მისი გოლიათივით ფორვარდი რომელუ ლუკაკუ იყვნენ. ლუკაკუმ მხოლოდ მეორე ნახევარში ითამაშა, მაგრამ ესეც ეყო ჰეთ-თრიქის გასაფორმებლად. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი გოლი მასპინძლებმა მე-80 წუთიდან, სულ რაღაც 6-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს.

ფერგიუსონის გუნდს დაემართა ის, რაც არაერთხელ თავად გაუკეთებია მეტოქეებისთვის. რომელი ერთი გავიხსენოთ: თუნდაც წლების წინ “ტოტენჰემთან” 0:3-დან მოტრიალებული თამაში და 5:3 გამარჯვება... ვინ, ვინ და სერ ალექსი არ იმსახურებდა ბოლო მატჩში ამგვარს, მაგრამ ლუკაკუ სხვაგვარად ფიქრობდა.

ამ ტურში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გაიფორმა ჰეთ-თრიქი, კერძოდ, “ვესტ ჰემის” შემტევმა კევინ ნოლანმა “რედინგი” დაიბრიყვა.

სატურნირო ტვალსაზრისით კი, ტურის მთავარი მატჩი ნიუკასლში გაიმართა, სადაც “არსენალს” მეოთხე ადგილის დასაკავებლად გამარჯვება სჭირდებოდა. “მეთოფეებს” მშველელად ფრანგი მცველი ლორან კოსელნი მოევლინათ: 52-ე წუთზე თეო უოლკოტის ჩაწოდების შემდეგ ახლოდან გაიტანა.

გარეთ ბეილის “ტოტენჰემი” (შეგვიძლია ასე ვუწოდოთ) სწორედ “არსენალის” წაფორხილების იმედად იყო, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ბეილმა ბოლო წუთზე გაიტანა. სიმბოლურია, არა? პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო გოლი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა მიითვალა.

მხოლოდ ფერგიუსონი დასქოულზი როდი გაუცილებიათ: ლივერპულში ჯეიმი კარაგერმა ჩაატარა ბოლო მატჩი, ხოლო “სტოკში” მაიკლ ოუენმა. ერთ დროს ევროპის უმთავრესი ვარსკვლავბიჭუნა შეცვლაზე შევიდა “საუტჰემპონთან” შეხვედრაში. კარაგერის გაცილება უფრო ფეერიულად აღინიშნა და გასაკვირი არაფერია – მან “ლივერპულში” ჩაატარა ბოლო შეხვედრა, ოუენისთვის კი “სტოკი” მშობლიური კლუბი არაა. 

კარაგერი 86-ე წუთზე შეცვალეს და “ენფილდ როუდი” ლამის დაინგრა ოვაციებისგან. მსოფლიოს საუკეთესო მცველი არ გახლდათ, მაგრამ ჯეიმი ის ფეხბურთელია, რომელმაც 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარი ფინალის (“ლივერპული”-“მილანი”) დამატებით დროში ტრავმირებულმა ითამაშა და მაინც ლიდერობდა დაცვას. ინგლისელებმა განსაკუთრებით იციან ასეთი კაცების დაფასება. 

დასრულდა პრემიერლიგა. გოლებით, გაცილებებით, სიხარულითა და სევდით.

 

ჩელსი - ევერტონი 2;1 (1:1)

ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, ლუიზი, კეჰილი, კოული, აკე, ლამპარდი, მატა (ასპილიკუეტა 83), ოსკარი (ფერეირა 89), ტორესი, ბა (მოზესი 66).

მწვრთნელი: რაფა ბენიტესი.

ევერტონი: ჰოვარდი, კოულმენი, იაგიელკა, დისტინი, ბაინსი, პიენაარი, ფელაინი, გიბსონი, ნეისმიტი (იელავიჩი 66), მირალაში, ანიჩებე (ჰეიტინგა 66).

მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

გოლები: 1:0 მატა (8), 1:1 ნეისმიტი (15), 2:1 ტორესი (76).

გაფრთხილება: ტორესი (34), ფელაინი (57), ჰეიტინგა (70), ლუიზი (82).

მსაჯი: ენტონი ტეილორი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15(7)-15(8), ჯარიმა: 9-9, თამაშგარე: 0-1, სეივი: 6-5, კუთხური: 7-4

 

ლივერპული - ქპრ 1:0 (1:0)

ლივერპული: რეინა, ჯონსონი, კარაგერი (კოატესი 85), შკრტელი, ხოსე ენრიკე, ლეივა, ჰენდერსონი, კოუტინიუ (სუსო 75), იბე (ბორინი 64), დოუნინგი, სტარიჯი.

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი. 

ქპრ: გრინი, ჰარიმანი, ონუოჰა, ჰილი, ტრაორე, პარკი (ჰოილეტი 80), მბია, დერი, თაუსენდი, ზამორა (მაკქი 72), რემი (გრანერო 46).

მწვრთნელი: ჰარი რედნაპი.

გოლი: 1:0 კოუტინიუ (23)

გაფრთხილება: ჰენდერსონი (8)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი.

ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 18(12)-8(1), ჯარიმა: 7-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-11,  კუთხური: 14-0.  

 

სიტი - ნორვიჩი 2:3 (1:1)

სიტი: ჰარტი, საბალეტა, რიჩარდის, ლესკოტი, კოლაროვი, როდუელი (სილვა 66), იაია ტურე, მილნერი, ნასრი, ტევესი (აგუერო 50), ჯეკო.

მწვრთნელი: ბრაიან კიდი.

ნორვიჩი: რუდი, ვაიტეკერი, მარტინი, ა. ბენეტი, გარიდო, პილკინგტონი (ე. ბენეტი 81), ჰაუსონი, ბრედლი ჯონსონი (ტეფლი 65), სნოდგრესი, ჰულალანი, ჰოლტი (ბეჩიო 90).

მწვრთნელი: კრის ჰაუტონი.

გოლები: 0:1 პილკინგტონი (26), 1:1 როდუელი (29), 1:2 ჰოლტი (54), 2:2 როდუელი (59), 2:3 ჰაუსონი (65).

გაფრთხილება: ლესკოტი (84)

მსაჯი: მარკ ჰესლი.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 12(5)-12(7), ჯარიმა: 10-8, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-1,  კუთხური: 7-7.  

 

ნიუკასლი - არსენალი 0:1 (0:0)

ნიუკასლი: ჰარპერი, დებიუში, ტეილორი, კოლოჩინი, იანგა-მბივა (კემპბელი 80), ხონასი, კაბაი (ანიტა 57), ტიოტე, ბენ არფა, გუფრანი (მარვო 64), სისე.

მწვრთნელი: ალან პარდიუ.

არსენალი: შჩესნი, სანია, კოსელნი, მერტესაკერი, გიბსი, რამსი, არტეტა (ოქსლეიდ ჩემბერლენი 28), კასორლა (უილშირი 88), უოლკოტი, როსიცკი, პოდოლსკი. (ჟირუ 77)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

გოლი: 0;1 კოსელნი (52)

გაფრთხილება: ხონასი (22), როსიცკი (40), გიბსი (81).

მსაჯი: ჰოვარდ ვები.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 5(1)-8(3), ჯარიმა: 19-8, თამაშგარე: 2-2, სეივი: 1-1, კუთხური: 4-4.

 

 

 

საუთჰემპტონი - სტოკი 1:1 (0:0)

საუთჰემპტონი: დევისი, კლაინი, ფონტე, ჰოიველდი, შოუ, კორკი (მაიუკა 82), შნაიდერლინი, როდრიგესი, ლალანა (პანჩონი 64), სტივენ დევისი (პროუსი 73), ლამბერტი.

მწვრთნელი: მაურისიო პოკეტინიო.

სტოკი: ბეგოვიჩი, უილსონი (ვილკინსონი 20), შოუკროსი, ჰუტი, შოლტონი, ეთერინგტონი (ჟერომი 69), კამერონი, ვაითჰედი, ნზონზი, ვალტერსი (ოუენი 74), კრაუჩი.

მწვრთნელი: ტონი პულისი.

გოლები: 0:1 კრაუჩი (47), 1:1 ლამბერტი (57).

გაფრთხილება: ვაითჰედი (6), ნზონზი (20)

მსაჯი: რობერტ ლი.

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 9(5)-7(3), ჯარიმა: 10-8, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-7, კუთხური: 3-4.

 

სუონსი - ფულემი 0:3 (0:1)

სუონსი: ვორმი, ბენ დევისი (ტეილორი 81), რანხელი, ჩიკო, ვილიამსი, დე გუზმანი (აგუსტიენი 80), ბრიტონი, რუტლეჯი, დაიერი, პაბლო (შეხტერი 74), მიჩუ.

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი.

ფულემი: შვარცერი, რიტერი, სენდეროსი, ჰანგელანდი, რიისე, კაჩანიკლიჩი, ენო, ფრიმპონგი (კარაგუნისი 66), დაფი (ემანუელსონი 73), რუისი, ბერბატოვი (როდალეგა 88).

მწვრთნელი: მარტინ იოლი.

გოლები: 0:1 კაჩანიკლიჩი (22), 0:2 ბერბატოვი (77), 0:3 ემანუელსონი (90+3)

გაფრთხილება: რიტერი(27), პაბლო (49), მიჩუ (90)

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 22(10)-7(6), ჯარიმა: 13-11, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-9, კუთხური: 8-0.

 

ტოტენჰემი - სანდერლენდი 1:0 (0:0)

ტოტენჰემი: ლორისი, უოლკერი, ვერტონგენი, დოუსონი, ასუ-ეკოტო (სიგურდსონი 83), პარკერი (დემბელე 65), ჰადლსტოუნი, დემპსი (დეფო 73), ბეილი, ლენონი, ადებაიორი.

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.

სანდერლენდი: მინიოლე, კუელიარი, ოში, ქოლბეკი, ლარსონი, მაკლინი (კნოტი 80), ნდიაიე, ვოგანი, ადამ ჯონსონი, უიქჰემი (მიტჩელი 88), გრემი (მენდრონი 74).

მწვრთნელი: პაოლო დი კანიო.

გოლები: 1:0 ბეილი (90)

გაფრთხილება: ბეილი (21), მაკლინი (38), ვოგანი (52, 75), მენდრონი (80).

მსაჯი: ანდრე მარინერი.

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 20(13)-4(3), ჯარიმა: 8-14, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-11, კუთხური: 14-1.

 

 

ვესტ ბრომვიჩი - მანჩესტერი 5:5 (1:3)

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ჯონსი, მაკალი, ოლსონი, რიჯუელი (ლუკაკუ 46), იაკობი, მულუმბუ, მორისონი (ფორტუნი 79), ბრანტი, დორანსი, ლონგი (როზენბერგი 79).

მწვრთნელი: სტივ კლარკი.

მანჩესტერი: ლინდეგაარდი, ვალენსია, ევანსი (ფერდინანდი 83), ჯონსი, ბუტნერი, კლევერლი (გიგზი 60) ანდრესონი, ქერიკი, კაგავა (სქოულზი 69), ერნანდესი, ვან პერსი.

მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი.

გოლები: 0:1 კაგავა (6), 0:2 ოლსონი (9 ავტოგოლი), 0:3 ბუტნერი (30), 1:3 მორისონი (40), 1:4 ვან პერსი (53), 2:4 ლუკაკუ (49), 2:5 ერნანდესი (63), 3:5 ლუკაკუ (81), 4:5 მულუმბუ (82), 5:5 ლუკაკუ (86).   

გაფრთხილება: სქოულზი (83)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13(6)-11(8), ჯარიმა: 12-6, თამაშგარე: 4-2, სეივი: 4-1, კუთხური: 3-5.

 

ვესტ ჰემი - რედინგი 4:2 (2:0)

ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, კოლინზი, რიდი, ობრაიენი (მაიკ ტეილორი 86), დიამე, ნობლე, ნოლანი, ვაზ ტე (მაიგა 81), ჯო კოული (კოლისონი 74), კეროლი.

მწვრთნელი: სემ ელერდაისი. 

რედინგი: მაკკარტი, კელი, მორისონი, გორკშსი, განტერი, გატრიე, კარაჩანი, რობსონ-კანუ (ბლექმენი 46), მაკლირი, მაკკანუფი, პოგრებნიაკი (ლე ფონდრი 46).

მწვრთნელი: ნაიჯელ ედკინსი. 

გოლები: 1:0 ნოლანი (23), 2:0 ვაზ ტე (33), 2:1 მაკლირი (53), 2:2 ლე ფონდრი (55), 3:2 ნოლანი (79), 4:2 ნოლანი (87)

გაფრთხილება: მაკანუფი (64), ნოლანი (83), კოლისონი (85).

მსაჯი: მაიკ დინი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 21(13)-15(6), ჯარიმა: 14-10, თამაშგარე: 5-0, სეივი: 4-9, კუთხური: 6-4.

 

უიგანი - ასტონ ვილა 2:2 (2:1)

უიგანი: ალ ჰაბსი, ესპინოზა, ბოისი (კამპაბადალი 88), შარნერი, გოლობარტი, უოტსონი (ფაივი 68), მაკარტი, მაკარტური, არუნა კონე, მელონი, ხორდი გომესი (ენრიკესი 68).

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი.

ასტონ ვილა: გუზანი, ლაუტონი, ბეიკერი, ვლაარი, ბენეტი, დელფი, სილა (დოუკინსი 60), ვესტვუდი (გარდნერი 87), აგბონლაჰორი (ბოუერი 75), ვაიმანი, ბენტი.

მწვრთნელი: პოლ ლამბერტი. 

გოლები: 0:1 ბენტი (5), 1:1 ბოისი (21), 2:1 ბეიკერი (45 ავტოგოლი), 2:2 ვლაარი (61).

გაფრთხილება: ლაუტონი (40), მაკარტი (70), ბოისი (83)

მსაჯი: ნილ შორბრიქი. 

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 12(6)-5(2), ჯარიმა: 8-12, თამაშგარე: 1-3, სეივი: 0-4, კუთხური: 4-2

0.210411