ფეხბურთი

18:16 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიასს გამარჯვების იმედი აქვს

 

ლონდონის ,,ჩელსისთან’’ დაპირისპირების წინ შვეიცარიული ,,ბაზელის’’ ჩილელი ნახევარმცველი მარსელო დიასი იმედიანადაა განწყობილი. დამდეგი შეხვედრის წინ დიასი ,,სკაი სპორტს’’ ესაუბრა.

,,ჩვენი მიზანი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაა, თუმცა ამისთვის ლონდონურ კლუბთან დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია ლონდონში მშვენივრად ვითამაშეთ, საფეხბურთო სამყარო გაკვირვებული დარჩა. ამ გამარჯვებით  ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ეს წარსულია, დამდეგი შეხვედრა კი ძალიან რთული იქნება. იმედი მაქვს, მოწინააღმდეგეს სიურპრიზს კვლავ შევთავაზებთ’’ _ აღნიშნა ჩილელმა.

,,სტემფორდ ბრიჯზე’’ მოპოვებული გამარჯვებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია იგივეს გამეორება საკუთარ კედლებში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ,,ჩელსი’’ იმ დროიდან მოყოლებული კარგად ათამაშდა და მშვენიერ ფორმაშია შესული. ასევე ვფიქრობ ,,ჩელსის’’ ბოლოდროინდელი გამარჯვებები დაცვითი სტილის ფეხბურთელების დამსახურებაა. ეს ფაქტორი ართულებს ჩვენ ამოცანას, გოლის გატანა გაგვიჭირდება’’ _ დასძინა ფეხბურთელმა.

ამ კლუბებთან ერთად E ჯგუფში ,,შალკე’’ და სტიაუა’’ ასპარეზობენ. “არისტოკრატები” პირველ ადგილზე არიან, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი ,,შალკე’’ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს შვეიცარიულ კლუბს. შეხვედრები დღეს გაიმართება, ,,ბაზელი’’ ,,ჩელსის’’ უმასპინძლებს, ხოლო ,,სტიაუა’’ შალკეს.

დიმიტრი შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127014
სარეკლამო ადგილი - 99
X x X