იტალიური “უდინეზეს” ვეტერანი ფორვარდი ანტონიო დი ნატალე ტრავმირებულია. იტალიური პრესის ცნობით, უდინელთა კაპიტანს ლაზარეთში დაახლოებით ერთი თვის გატარება მოუწევს.
დი ნატალეს ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს და იძულებულია, იუქმოს. იტალიელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა მოგვიანებით ჩაუტარდება და გამოჯანმრთელების ზუსტი ვადებიც ცნობილი გახდება.
შეგახსენებთ, რომ დი ნატალემ ტრავმა მილანის “ინტერთან” მატჩში (0:3) მიიღო.