ფეხბურთი

2:14 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალემ გაახანგრძლივა

იტალიური “უდინეზეს” 35 წლის თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე ფეხბურთისთვის თავის უახლოეს მომავალში დანებებას ნამდვილად არ აპირებს. ამაზე მის მიერ უდინელებთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი მეტყველებს.

“უდინეზეს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ხელშეკრულება 2015 წლამდე გააფორმეს. კონტრაქტი ჩაიდო პუნქტი, რომელიც შეთანხმების 2016 წლამდე ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.

ანტონიო დი ნატალე “უდინეზეში” 2004 წლიდან თამაშობს. ამ გუნდის მაისურით მან 347-ჯერ ითამაშა და 185-ჯერ გაიტანა. გასულ სეზონში, ვეტერანმა შემტევმა, 41 მატჩში თავი 26-ჯერ გამოიჩინა. ზედიზედ 4 სეზონია, “უდინეზეს” 10 ნომერს, სერია A-ში, 20 გოლზე მეტი გააქვს.

0.111977