ფეხბურთი

17:55 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი ნატალე: “ვწუხვარ იმის გამო, რომ ტოტის მოედანზე ვერ ვიხილავთ”

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე დამწუხრებულია იმის გამო, რომ ფრანჩესკო ტოტი “რომასა” და “უდინეზეს” შორის გასამართ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

რომაელთა კაპიტანმა ტრავმა “ნაპოლისთან” მოგებულ შეხვედრაში (2:0) მიიღო, რის გამოც, ის დი ნატალეს “უდინეზეს” ვერ დაუპირისპირდება.

“ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ტოტის მოედანზე ვერ ვიხილავთ. ის რუდი გარსიას გუნდის დამატებითი იარაღია, რომელთან დაპირისპირებაც, ჩემთვის, პატივი იქნებოდა.

“რომასთან” თამაში იოლი არ იქნება. ამ გუნდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო.

იყო დრო, როდესაც “უდინეზეს” დატოვება შემეძლო, მაგრამ დარჩენით ბედნიერი ვარ. აქ თავს კარგად ვგრძნობ. “უდინეზეს” გამო უარი რამდენიმე გუნდს ვუთხარი, მათ შორის “რომასაც”. – აცხადებს ანტონიო დი ნატალე.

შეგახსენებთ, რომ “უდინეზე” და “რომა” ერთმანეთს კვირას, უდინეში დაუპირისპირდებიან.

0.108217