ფეხბურთი

22:11 | 14.05.2013 | ნანახია 643 - ჯერ

დი ნატალე “ინტერთან” საეჭვოა

 

იტალიური “უდინეზეს” კაპიტანსა და ლიდერს, ანტონიო დი ნატალეს ტრავმა აწუხებს, რის გამოც, შესაძლოა, მან სერია A-ს ბოლო ტურში ვერ ითამაშოს.

დი ნატალემ ტრავმა “ატალანტასთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში მიიღო, რომელშიც მან თავი დუბლით გამოიჩინა. ცნობილი გახდა, რომ 35 წლის თავდამსხმელს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული და შესაძლოა, მან “ინტერთან” გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.

“უდინეზესთვის”, სერია A-ს ბოლო ტური ძალზე მნიშვნელოვანია. უდინელები ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და მე-5 პოზიციის შესანარჩუნებლად მათ მილანში მოგება ჭირდებათ.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 31 თამაშში დი ნატალემ 22 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ ედინსონ კავანის ჩამორჩება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:17 | 16.05.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

Chelsea Champion!

09:56 | 15.05.2013
Lucky Luciano (3296)

ეს მევასება მაგრად და მიკოლიც მევასებოდა ( ცუდია რო გავარდნენ

01:30 | 15.05.2013
დროგბა (16450)

ყველაზე მაგარი იტალიელი თავდამსხმელი ამჟამად ბალოტელის გარდა ამას მიკვირს რატოარ ყიდულობს ან იუვე ან ინტერი ან მილანი ტიპი ისე არ ტოვებს თამაშს დუბლის გარეშე

00:04 | 15.05.2013
ronald0 (13826)

ეს მთელი ინტერი თავდასხმას ჯობია ამ ასაკშიც და 2 წლის შემდეგ კდიე აჯობებს

23:51 | 14.05.2013
იკა..იუვე..10 (4132)

მაგარი შედეგები აქვს სერია A ში, ნეტა სადამდე გაქაჩავს.. წესით და რიგით ასაკი უკვე უნდა ეტყობოდეს : DD

23:25 | 14.05.2013
shakooo (109)

საგოლ რა ყოველ წელს ამდენი გოლის გატანა თან ამასაკში მარტო დინატალეს შეუძლია,უდინეზეს ლეგენდაა

0.141818