“უდინეზეს” 36 წლის კაპიტანი ანტონიო დი ნატალე იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც, მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა. თურმე, ვეტერან ფეხბურთელს სერია A-ში გატანილი გოლების 200-მდე გაზრდა სურს.
გასულ ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დი ნატალემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ მან კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ახალი სეზონის პირველივე მატჩში თავი დუბლით გამოიჩინა. დღეს, დი ნატალეს ანგარიშზე სერია A-ში გატანილი 195 გოლია.
“მინდა 200 გოლი გავიტანო. ეს, ჩემთვის და “უდინეზესთვის”, შესანიშნავი მიღწევა იქნებოდა.
გარდა ამისა, მინდა რობერტო ბაჯოს ვაჯობო. ის ჩემი კუმირი იყო და ახლა, შემიძლია მისი შედეგი გავაუმჯობესო.” – აცხადებს დი ნატალე.
ცნობისთვის, რობერტო ბაჯოს, იტალიის ჩემპიონატში, 205-ჯერ გაუტანია.