ფეხბურთი

14:37 | 24.09.2013 | ნანახია 1005 - ჯერ

დი მატეო “სანდერლენდში” მისვლას არ ჩქარობს

ინგლისის პრემიერლიგის “სანდერლენდმა”, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, შემადგენლობის გასაძლიერებლად სერიოზული ფინანსები დახარჯა, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს და გუნდი 5 თამაშიდან 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

გუნდის ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პაოლო დი კანიო დაითხოვა და ახლა, “სანდერლენდს” დროებით კევინ ბოლი თავკაცობს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა, დაჩქარებული ტემპებით, ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. The Guardian-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ პრემიერლიგაში რობერტო დი მატეო დაბრუნდეს, რომელიც “ჩელსიში” წარმატებით მუშაობდა, მაგრამ იქიდან წასვლის შემდეგ დაუსაქმებელია.

თუმცა, მეორეს მხრივ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დი მატეო კრიზსში მყოფი “სანდერლენდის” ჩაბარებას არ ჩქარობს და კლუბში სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ. საუბარია გუს პოიეტზე, რომელიც “ბრაიტონში” მუშაობდა და არსებობს სტივ მაკლარენის მიწვევის შესაძლებლობაც.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:35 | 24.09.2013
Liverpool-Liverpool (425)

stripslashes((strlen('http://myliverpool.ucoz.com/')>0?'http://myliverpool.ucoz.com/':'http://myliverpool.ucoz.com/'))

15:03 | 24.09.2013
g.a.g.a24 (45)

დი მატეო სჭირდება ზუსტად სანდერლენდს?!! დაააგებს სიტუაციას და შეილება ტოპ 10 შიც კი შეიყვანოს გუნდი! მაგარია! მე მომწონს ყოველ შემთხვევაში

14:52 | 24.09.2013
gio--83 (4097)

მაკლარენი ხო მწვრთნელის გარდა ყველაფერია

0.120399