არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” გარემარბის ანხელ დი მარიას პსჟ-ში გამოსვლა გამოირიცხა.
ფრანგული კლუბის პრეზიდენტის ნასერ ალ-ჰელაიფისთვის 26 წლის სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ფასი მიუღებელია.
“დი მარიას თაობაზე “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით. თუმცა, ის ჩვენთვის ძალიან ძვირადღირებულია. მოლაპარაკება შევწყვიტეთ” – იუწყება ალ-ჰელაიფის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Goal.com-ი.
26 წლის დი მარია “რეალში” 2010 წლიდან გამოდის და 189 მატჩში 36 გოლი გაიტანა, თან 87 საგოლე გადაცემა გააკეთა.