არგენტინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" 7-ნომრიანი მაისურის არჩევა ურჩია.
მოგეხსენებათ, აღნიშნული მაისური წლების განმავლობაში ერიკ კანტონას, რონალდუს და დევიდ ბექჰემს ეცვა.
"მანჩესტერში" გადასვლით მოხარული ვარ. მომწონს ეს კლუბი. ისიც ვიცი, რომ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიასპარეზებთ. აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს მთავარ საკლუბო ტურნირზე დაბრუნებაში დავეხმარო. კრიშტიანუმ მითხრა, თუ რას ნიშნავს აქ 7-ნომრიანი მაისური. კლუბსაც უნდოდა წარმატებული 7-ნომრიანი მაისური მე მიმეღო." - განაცხადა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და არგენტინელის ანაზღაურება კვირაში 200 000 გირვანქა იქნება.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ენფილდზე კარგ ჰანდიკაპით მოგებას ველოდები. დრაგაოზეც არ გამიკვირდება 2იანი რომ გაახერხოს კლოპომ
არაა ხელწამოსაკრავი გუნდი პორტუ ფრე არ იქნება ურიგო გასვლაზე
სახლში კი საკაიფოდ მოვუგებთ
ყველა ვარიანტში უნდა გავცდეთ პორტოს.ლივერპული და ლიგის ფლეიოფი მომენატრა
ლივერპული დაქოქილია