მადრიდის “რეალის” არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია გუნდს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი “მანჩესტერთან”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.
“ოლდ ტრაფორდზე” გამართულ შეხვედრაში, რომელიც “რეალმა” 2:1 მოიგო, დი მარიამ პირველი ტაიმის ჩამთავრებაც ვერ მოახერხა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ ინგლისში მიღებული დაზიანების გამო, არგენტინელი შემტევი დაახლოებით 2 კვირას ლაზარეთში დაჰყოფს.