ფეხბურთი

17:37 | 20.07.2013 | ნანახია NaN - ჯერ

დი მარია “რეალში” რჩება

მადრიდის “რეალის” არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია კარიერას “სამეფო კლუბში” გააგრძელებს.

ესპანურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ფეხბურთელს კლუბის გამოცვლა სურდა. მის მსურველთა შორის ფრანგული პსჟ სახელდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერი აღარ განხორციელდება.

Marca-ს ცნობით, ორიოდე დღის წინ დი მარია “რეალის” ხელმძღვანელობას შეხვდა და საკუთარ მომავალზე ესაუბრა. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, არგენტინელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” კიდევ ერთი წლით დარჩება. პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში დი მარიამ 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:09 | 23.10.2014
ALBIONELI (747)

რა ფეხბურთელები გაყიდა შარშან საუთემპტონმა და კიდე უფრო მაგრად ათამაშდა. ეგეთი ძლიერია ვითომ კუმანი?

0.063728