ფეხბურთი

19:03 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია მხოლოდ “რეალზე” ფიქრობს

 

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ კლუბის შეცვლას არ გეგმავს.

“ჭორები ტრანსფერის შესახებ? თავიდანვე ვთქვი, რომ წასვლას არ ვაპირებ, ახლა კი, ამას კიდევ ერთხელ ვაცხადებ. “რეალში” თამაშზე უკეთესი პერიოდი კარიერაში ვერ მექნება. რთული ზაფხული მქონდა, რადგან მრავალი ინფორმაცია ვრცელდებოდა ჩემს შესახებ. ახლა ყველაფერი კარგადაა, რადგან საკმარისი სათამაშო დრო მაქვს და გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია”, - განუცხადა დი მარიამ Football Espana-ს.

მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, არგენტინელის სახელს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ, ერთ-ერთი კი, ლონდონის “არსენალი” იყო. 

0.106306