პაოლო დი კანიოს განცხადებით, “კატანია” ის კლუბია, რომელშიც მშვიდად მუშაობის საშუალება ექნება.
მიმდინარე სეზონი დი კანიომ “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაიწყო, მაგრამ პრემიერლიგაში ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდიდან დაითხოვეს. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მას ფეხბურთელები აუჯანყდნენ და წასვლა აიძულეს.
45 წლის იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი სამშობლოში დაბრუნდა და ცოტა ხნის წინ, “კატანიას” თავკაცად დაინიშნა.
“კატანია”, ის კლუბია, სადაც მწვრთნელს შეუძლია მშვიდად იმუშავოს და ისიმოვნოს. როდესაც გუნდის გაწვრთნა შემომთავაზეს, გადაწყვეტილების მიღების დროს განმსაზღვრელი ეს ორი ფაქტორი აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ “კატანიას” უფრო მაღალი შედეგის მიღწევა შეუძლია და სატურნირო ცხრილში შესაბამისი ადგილი არ უკავია” – იუწყება დი კანიოს სიტყვებს Football Italia.
8 ტურის შემდეგ, “კატანიას” მხოლოდ 5 ქულა აქვს და სერია A-ში მე-17 ადგილი უკავია.