სხვა

14:19 | 7.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, რომში...

ხელშეკრულება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარების შესახებ ოფიციალური  დღეს გაფორმდება. კონტრაქტს ხელი იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების შტაბ-ბინაში მოეწერება.

 დოკუმენტს ხელს  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, თბილისის მერი გიგი უგულავა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი მოაწერენ. ცერემონიალს ასევე ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რამაზ გოგლიძე დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარება 27 ნოემბერს, ბელგრადში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა.
 თბილისის გარდა, ფესტივალის მასპინძლობის სურვილს ჩეხეთის ქალაქი ბრნოც გამოთქვამდა, თუმცა კენჭისყრის შედეგად, გამარჯვებულად თბილისი დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.190115