ავსტრიული მოსამზადებელი ეტპის მორიგ, რიგით მესამე სპარინგს დინამოელები დღეს რუმინულ “კლუჟთან” გამართავენ. შეხვედრა კირჰდორფის საფეხბურთო მოედანზე თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის “დინამოს” კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.
1907
2013 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს მირჩა რედნიკი იკავებს, რომელმაც თავის სამწვრთნელო კარიერაში ორ-ორჯერ მოიგო რუმინეთის ჩემპიონატი და თასი, 3-ჯერ კი – ქვეყნის სუპერთასი.
“კლუჟი” პირველი არადედაქალაქური გუნდი იყო, რომელმაც რუმინეთის ჩემპიონატის მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში მოახერხა. თბილისელთა მომავალმა სპარინგ მეტოქემ რუმინეთის ჩემპიონატი 3-ჯერ (2007/208, 2009/2010, 2011/2012) მოიგო, ასევე 3-ჯერ (2007/2008, 2008/2009, 2009/2010) აქვს მოგებული რუმინეთის თასი, 2-ჯერ კი (2009 და 2010
რუმინული კლუბი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე ორმატჩიან დაპირისპირებაში მილანის “ინტერთან” დამარცხდა.
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა რუმინელებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა გერმანიის მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელთან, “ვაკერ ბურგჰაუზაენთან” გამართეს და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლიეს.
www.fcdinamo.ge