ხანტი-მანსიისკის გრან-პრის ბოლოსწინა მე-10 ტურში ნანა ძაგნიძე (2550) შავი ფიგურებით უკრაინელ ანა უშენინას (2501) დაუზავდა და სლოვენიელი ანა მუზიჩუკის (2560) დარად 5.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი 12 მონაწილეს შორის მე-5 ადგილზე იმყოფება.
რუსეთში მიმდინარე ტურნირის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს ჩინელ იიფან ჰოუს (2618), რომლის აქტივშიც 8.0 ქულაა, მეორე-მესამე ადგილებზე რუსები – რუსები ოლგა გირია (2540) და ალექსანდრა კოსტენიუკი (2527) იმყოფებიან, შესაბამისად, 6.5 და 6.0 ქულით, შემდეგ კი მუზიჩუკი და ძაგნიძე მოდიან.
ბოლო ტურში, რომელიც 21 აპრილს შედგება, ძაგნიძე თეთრებით ჩინელ ქსუე ჟაოს (2552) ეთამაშება, ჰოუ – კოსტენიუკს, მუზიჩუკი – ტატიანა კოსინცევას (რუსეთი, 2496), ხოლო გირია – ტუვშინტუგს ბატჩიმეგს (მონღოლეთი, 2340).