მსოფლიოს თასის პირველ დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. სამივეში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ძიუდოისტი ავიდა. 60 კილოგრამში, ფინალში ბეთქილ შუკვანმა ებრაელ არტიომ არშანსკის სძლია, 66 კილოგრამში, გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ორი ქართველი დაუპირისპირდა – ლაშა შავდათუაშვილმა სანდრო იაკობაშვილს აჯობა. 73 კგ-შიც ქართული ფინალი შედგა, სადაც ნუგზარ ტატალაშვილისა და თენგიზ მარხვაშვილის ორთაბრძოლაში ტატალაშვილმა იმარჯვა. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალს ზებედა რეხვიაშვილი დაეუფლა - რეპეშაჟის ფინალში ესტონელ კინტერ როტბერგს მოუგო.
ტურნირის მეორე დღეს, 29 იანვარს, ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







