ძიუდო

15:19 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დღე მესამე - უკეთესი

 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ულან ბატორის გრან პრის მესამე დღე პირველ ორზე უკეთესი შედეგით დაასრულა. მონღოლურ ტატამზე სამი ქართველი გავიდა და დილის პროგრამა სამივემ წარმატებით დაძლია. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ფინალურ ბლოკამდე წაუგებლად მივიდნენ. ლევან მატიაშვილი (+100 კგ) კი მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა და ისიც თანაგუნდელ ოქრუაშვილთან.

საბოლოოდ ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც მონღოლურ ტატამზე რამდენიმე ლიდერის გარეშე გავიდა, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი 3 მედლით ჩაამთავრა. ნუგზარ ტატალაშვილის (73 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ოქროს და ესტერ სტამის (70 კგ) ბრინჯაოს დღეს ბექა ღვინიაშვილმა ოქრო, ადამ ოქრუაშვილმა – ვერცხლი, ლევან მატიაშვილმა კი ბრინჯაო მიამატა.

ღვინიაშვილმა ფინალის გზაზე სამი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მონღოლი ალტანბაგანა განტულგა სამწუთნახევარში შებოჭა, უზბეკ დავრონბეკ სატოროვს მეოთხე წუთზე მოგვერდით სძლია, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი მარკ ოდენტალის შესაბოჭად ორწუთნახევარი იკმარა.

ფინალში 18 წლის ქართველმა ძიუდოისტმა უნგრელ კრისტიან ტოტთან ძირითადი დრო უილეთოდ ჩაამთავრა და რადგან ქულის აღება ვერც მისმა მეტოქემ შეძლო, შეხვედრა ოქროს დროში გადავიდა. იქ კი ღვინიაშვილმა პირველსავე წუთზე ვაზარი შეასრულა.

მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების წევრები სატურნირო ბადეში ერთ მხარეს მოხვდნენ და ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უილეთო შეხვედრაში ოქრუაშვილმა მეტოქის ოთხი გაფრთხილებით იმარჯვა. იქამდე ადამმა ჩინელი იუნგ ჩანგი და პოლონელი მაციეჟ სარნაცკი ორ-ორ წუთში ჩამოიცილა. ფინალში კი იაპონელ რიუ შიჩინოესთან დამარცხდა.

მატიაშვილმა გრან პრი ირანელ ჯაფარ პაჰლევანთან შეხვედრით გახსნა და ვაზარ-იუკოთი მოიგო. მეოთხედფინალში გერმანელი ანდრე ბრეიტბარტი მეოთხე წუთზე დასცა ბეჭებზე. რეპეშაჟის ფინალში კი მონღოლ ტემუულენ ბატულგას მესამე წუთზე აღებული იუკოთი აჯობა.

ღვინიაშვილმა მონღოლურ ტატამზე 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ოქრუაშვილმა - ???, ხოლო მატიაშვილმა - 120.

 

ძიუდო

გრან პრი

ულან-ბატორი

4 ივლისი

 

კაცები

 

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2 ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია)

3 რიო კავაბატა (იაპონია)

3 ტორუ შიშიმე (იაპონია)

 

66 კგ

1 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი)

3 შო ტატეიამა (იაპონია)

 

ქალები

 

48 კგ

1 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

2 ბო კიეონგ იონგი (სამხრეთ კორეა)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (მონღოლეთი)

3 შუგენ ვუ (ჩინეთი)

 

52 კგ

1 ინგნან მა (ჩინეთი)

2 მარენ კრაე (გერმანია)

3 ცოლმონ ადიიასამბუ (მონღოლეთი)

3 ბუნდმას მუნხბაატარი (მონღოლეთი)

 

57 კგ

1 კატერინ ბოჩემინ-პინარდი (კანადა)

2 მაკიკო ოტომო (იაპონია)

3 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)

3 ტინა ზელტნერი (ავსტრია)

 

5 ივლისი

 

კაცები

 

73 კგ

1 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

2 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)

3 კუკ ჰიონ ჰონგი (ჩრდილოეთ კორეა)

3 ტაკენორი ნაკამურა (იაპონია)

 

81 კგ

1 კეიტა ნაგაშიმა (იაპონია)

2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)

3 ლუკაშ ბლახი (პოლონეთი)

3 ამირ გასემი ნეჯადი (ირანი)

 

ქალები

 

63 კგ

1 იუნხია იანგი (ჩინეთი)

2 და-ვოონ იუნგი (სამხრეთ კორეა)

3 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)

3 მარიან ურდაბაიევა (ყაზახეთი)

 

70 კგ

1 ნარანიარგალ ცენდ აიუში (მონღოლეთი)

2 იე-სულ ჰვანგი (სამხრეთ კორეა)

3 ესტერ სტამი (საქართველო)

3 მარია პორტელა (ბრაზილია)

 

6 ივლისი

 

კაცები

 

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 კრისტიან ტოტი (უნგრეთი)

3 კირილ დენისოვი (რუსეთი)

3 შოჰეი შიმოვადა (იაპონია)

 

100 კგ

1 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)

2 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)

3 ფლავიო ორლიკი (შვეიცარია)

3 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)

 

+100 კგ

1 რიუ შიჩინოე (იაპონია)

2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 დანიელ ნატეა (რუმინეთი)

 

ქალები

 

78 კგ

1 კიონგ სოლი (ჩრდილოეთ კორეა)

2 ლუის მალზანი (გერმანია)

3 აბიგელ ჟო (ჰოლანდია)

3 კატერინ რობერგი (კანადა)

 

+78 კგ

1 ეუნკიეონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 გულსაჰ კოჩათურქი (თურქეთი)

3 ფრანცისკა კონიტსი (გერმანია)

3 ჟასმინ კუელებსი (გერმანია)

0.115685