ჩოგბურთი

10:42 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასზე ნახევარფინალისტები გაარკვიეს

 დევისის თასის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური წყვილებიდან გამორჩეულ ყურადღებას სერბებისა და ამერიკელების, აგრეთვე არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებთა დაპირისპირება იწვევდა.

ტურნირის 2010 წლის ჩემპიონმა სერბეთმა ნახევარფინალში მას შემდეგ გააღწია, რაც რეიტინგსიის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელ სემ კუერის 7:5, 6:7, 6:1, 6:0 მოუგო და თავისი ქვეყნის ნაკრებს მესამე ქულა მოუპოვა.

“ნოლემ” 7 ბრეიკი და 12 ეისი განახორციელა, კუერისთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 6:1 გახადა. საბოლოოდ სერბებმა ამერიკელებს 3:1 სძლიეს.

არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩის გამარჯვებულის გამოვლენას კი 5 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ერთმანეთის პირისპირ კლასიფიკაციის 71-ე ნომერი კარლოს ბერლოკი რეიტინგის მეცამეტე ნომერ ჟილ სიმონს შეხვდა. პაექრობა დაძაბული გამოდგა, თითქმის 4 საათს გაგრძელდა, საბოლოოდ კი არგენტინელმა 6:4, 5:7, 6:4, 6:4 იმარჯვა და სამხრეთამერიკული ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. ამ ეტაპზე არგენტინელები დევისის თასის მოქმედ ჩემპიონს ჩეხეთს შეხვდებიან. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში ყაზახეთს მოუგო.

ნახევარფინალშია კანადის ნაკრებიც. ჩრდილოამერიკელბს გადამწყვეტი ქულა 22 წლის მილოშ რაონიჩმა მოუპოვა, რომელმაც 7 წლით უფროს ანდრეას სეპის 6:4, 6:4, 3:6, 7:5 მოუგო. რაონიჩმა ორსაათნახევრიანი მატჩის განმავლობაში 35 ეისი განახორციელა.

 

ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან

არგენტინა – ჩეხეთი

სერბეთი – კანადა 

0.122167