დევისის თასის მეოთხედფინალისტთა სიას ბოლოს დიდი ბრიტანეთი და იტალია შეუერთდნენ. ალბიონელებს და აპენინელებს გადამწყვეტი ქულები ენდი მარეიმ და ფაბიო ფონინიმ მოუპოვეს. დიდი ბრიტანეთის სახელით მოთამაშე შოტლანდიელმა ამერიკელ სემ კუერის 7:6, 6:7, 6:1, 6:3 სძლია, თავის გუნდს მესამე ქულა მოუტანა და მეოთხედფინალში გაიყვანა.
იტალიელებს რაც შეეხება, მათაც ანალოგიური ანგარიშით (3:1) დაამარცხეს არგენტინელები. მარეის მსგავსად ფონინისაც გადამწყვეტი ქულის მოსაპოვებლად ოთხსეტიანი პაექრობის ჩატარება დასჭირდა – ფონინიმ კარლოს ბერლოკს 7:6, 4:6, 6:1, 6:4 მოუგო.
მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
1. ყაზახეთი – შვეიცარია
2. დიდი ბრიტანეთი - იტალია
3. გერმანია – საფრანგეთი
4. ჩეხეთი – იაპონია
მეოთხედფინალური პაექრობები 4-6 აპრილს ჩატარდება, ნახევარფინალში კი ერთმანეთს 1-2 და 3-4 წყვილებში მოგებულები დაუპირისპირდებიან.