ჩოგბურთი

20:01 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასის ფინალი ლილში

დევისის თასის ფინალური მატჩი 21-23 ნოემბერს საფრანგეთის ჩრდილოეთ ქალაქ ლილში, ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბის “პიერ მორუას” სტადიონზე ჩატარდება. ეს სარბიელი 27 ათას გულშემატკივარს იტევს. საპატიო პრიზისთვის ერთმანეთს საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებები შეხვდებიან. შეგახსენებთ, ნახევარფინალში სამფეროვნებმა დევისის თასის 2012 და 2013 წლების ჩემპიონ ჩეხეთს სძლიეს, შვეიცარიელებმა კი იტალიას მოუგეს.

ამასობაში, დუბაიში დევისის თასის მომავალი წლის მსოფლიო ლიგის წილისყრა ჩატარდა. მერვედფინალში ერთმანეთს შემდეგი ნაკრებები შეხვდებიან: გერმანია-საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი-აშშ, ჩეხეთი-ავსტრალია, ყაზახეთი-იტალია, არგენტინა-ბრაზილია, სერბეთი-ხორვატია, კანადა-იაპონია, ბელგია-შვეიცარია.

ბოლოს კი იმასაც მოგახსენებთ, რომ ენდი მარეიმ დიდი ბრიტანეთის ნაკრებში გამოსვლა დაადასტურა.

0.129554