მიუნხენის “ბაიერნითან” მარცხის (1:3) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა აღნიშნა, რომ გუნდს გამოცდილება არ ეყო, თორემ საპასუხო გოლს ასე სწრაფად არ გაუშვებდა.
“სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ მატჩის დასაწყისში გოლის გაშვება არ შეიძლება. ჩვენ ეს მოვახერხეთ. გოლის გატანის მერე, 5-10 წუთი გვჭირდებოდა, რომ დავმშვიდებულიყავით, მაგრამ “ბაიერნმა” ანგარიში მაშინვე გაათანაბრა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილება არ გვეყო, თორემ საპასუხო ბურთს ასე სწრაფად არ მივიღებდით.
“ბაიერნი” ნამდვილად კარგი გუნდია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ჩემი აზრით, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ შევეცადეთ მიუნხენელებისთვის ცხოვრება გაგვერთულებინა. მატჩისთვის განსაზღვრული ტაქტიკურ სქემას საუცხოოდ ვასრულებდით და “ბაიერნის” წნეხს ვაკავებდით. თუმცა, როდესაც გატანის შემდეგ, მაშინვე უშვებ, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდები.
მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში არ ვითამაშებთ, მაგრამ ამ დონესთან ახლოს ვართ. იმედია, ტურნირთან ჩვენი განშორება წელიწადზე მეტ ხანს არ გაგრძელდება. ჩვენ გარდავიქმნებით და უფრო გავძლიერდებით. ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებისთვის ვიბძოლებთ. “ბაიერნთან” წაგება სამარცხვინო არაა. ეს ნამდვილად კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და საკუთარი კოზირები გამოვიყენეთ” – გაავრცელა უეფას ვებგვერდმა მოიესის კომენტარი.