ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა ჟურნალისტებს წინამორბედის - სერ ალექს ფერგიუსონის რეაქცია გააცნო, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჰქონდა.
“წითელ ეშმაკუნებს” ბედმა მეტოქეებად ესპანური “რეალ სოსიედადი”, უკრაინული “შახტარი” და გერმანული “ლევერკუზენი” არგუნა. მოიესს ფერგიუსონთან მუდმივი კონტაქტი აქვს, მისგან რჩევებსაც იღებს და კენჭისყრის შემდეგაც შეეხმიანა.
“კენჭისყრის შემდეგ ფერგიუსონს დავურეკე და მან მითხრა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფია ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში. თუ ის ასე ფიქრობს, ესეიგი ჩვენ მართლაც რთული პერიოდი გველის. ესპანური, უკრაინული და გერმანული გუნდები საჩუქარი მართლაც არაა. მაგრამ სწორედ ასეთ ტურნირებში და ასეთ თამაშებში უნდა დაამტკიცოს გუნდმა საკუთარი მაღალი სტატუსი” - განაცხადა მოიესმა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სამშაბათს, 17 სექტემბერს აიღებს სტარტს და პირველ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლევერკუზენს” უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები გიორგი და მომავალ სეზონში პრიმერაში გვენახე. ნაკრებში ძირითადში უნდა იყოს, ლორიასავით ყლ...ობებს არ აკეთებს.
Nakrebshi mtavar mekared visurvebdi..
შარშან რომ ქენი, იმის უარესები უნდა ქნა - თან, სეზონის ბოლომდე
))
პრიმერაში გვენახე !!!