კალათბურთი

20:16 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ლიმ მოხსნებში პირადი რეკორდი დაამყარა

"გოლდენ სტეიტის" მძიმე ფორვარდმა დევიდ ლიმ "სან ანტონიოსთან" დაპირისპირებისას (107:101 ოვერტაიმში) მოხსნებში პირადი რეკორდი დაამყარა, მოხსნა რა ფარიდან ბურთი 22-ჯერ. მანამდე მისი რეკორდი 21 მოხსნას უდრიდა, რაც დავიდმა სამჯერ გაიმეორა.
მიმდინარე სეზონში ლი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს - საშუალოდ მატჩში 19 ქულას, 10,8 მოხსნას და 3,8 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

0.117744