სხვა

19:42 | 29.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ჰეი ნაჯახმა გააღიზიანა

ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ დევიდ ჰეიმ მომავალ მეტოქეს, თანამემამულე ოდლი ჰარისონს ნება დართო, რინგზე ნაჯახით ავიდეს. ჰეიმ, რომელიც WBA-ის (მსოფლიო კრივის ასოციაციის) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ინტერნეტ-გამოცემა boxingscene.com-ისთვის გაკეთებულ კომენტარში განაცხადა - ჰარისონს ამ შემთხვევაშიც კი არ ექნება მოგების შანსი, რადგან ცივი იარაღის გამოსაყენებლად გამბედაობა არ ეყოფაო.
დევიდ ჰეიმ სკანდალური განცხადება ორიოდ დღის წინ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეორგოლს მოაყოლა. კალიფორნიაშია გადაღებულ კადრებში მომავალი შეხვედრისთვის მოვარჯიშე ოდლი ჰარისონი ქურთუკის ჯიბიდან პატარა ნაჯახს იღებს, კამერასთან ახლოს მიდის და ამბობს – დილის გარბენის წინ ეს იარაღი ყოველთვის თან მაქვს, ამ მიდამოებში დათვები ბინადრობენ და მათი თავდასხმის შემთხვევაში თავი რომ დავიცვაო.
ბრძოლა 13 ნოემბერს, მანჩესტერში გაიმართება. ჰეისთვის ეს შეხვედრა 2009 წლის ნოემბერში მოპოვებული საჩემპიონო ქამრის შენარჩუნების მეორე შანსია. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ჰარისონს კი, პროფესიონალთა შორის ასეთი რანგის შეხვედრაში მონაწილეობა აქამდე არასოდეს მიუღია.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087829