ფეხბურთი

17:03 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუს 3-4 კვირა გაუცდება

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი ჟერარ დეულოფეუ, რომელიც იჯარის წესით ლივერპულის “ევერტონში” თამაშობს, ტრავმირებულია. ბრიტანული პრესის ცნობით, ფეხბურთელმა “ფულემთან” ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში მუხლქვეშა მყესი დაიზიანა.

“არა მგონია, დეულოფეუ ხანგრძლივი დროით გამოგვაკლდეს. დეულოფეუ 3-4 კვირა იუქმებს. გვეგონა, ესპანელს გაცილებით მეტი დროის გამოტოვება მოუწევდა”, - განაცხადა მერსისაიდელთა დამრიგებელმა რობერტო მარტინესმა.

ცნობისათვის, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, დეულოფეუ მოედანზე 12-ჯერ გავიდა.

 

0.114994