ფეხბურთი

19:48 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუმ რობერტო მარტინესი გააკვირვა

ინგლისური “ევერტონის” ესპანელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მატინესი ახალგაზრდა თანამემამულით, ჟერარ დეულოფეუთი აღფთოვანებულია. კატალონიელი სპეციალისტის თქმით, ის “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის საარენდო ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს არ იტყვის.

“თუ “ბარსელონას” დეულოფეუ არ დასჭირდება, მისი კიდევ ერთი წლით დატოვების შანსი გვექნება.

ის ჩვენს შეტევას მრავალფეროვანს ხდის. არასდროს მინახავს ფეხბურთელი ბურთთან ერთად ასე სწრაფად მოძრაობდეს.

დეულოფეუ დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მას ინგლისში უჭირს, მაგრამ ის დაკისრებულ მოვალეობას თავს მაინც ართმევს. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ეს ფეხბურთელი სარგებელს თებერვალმდე მოიტანდა, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი.

დეულოფეუ ვარჯიშებზე თავდაუზოგავად მუშაობს. მან “არსენალის” კარში გოლის გატანა დაიმსახურა.” – ციტირებს მარტინესის სიტყვებს BBC.

“ბარსელონადან” “ევერტონში” განათხოვრებულმა დეულოფეუმ პრემიერლიგაში 11-ჯერ ითამაშა. ის 10-ჯერ შეცვლაზე შევიდა. 19 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა 2 გოლი გაიტანა. გასულ უქმეებზე, “არსენალის” კარში მის მიერ გატანილმა ბურთმა “ევერტონს” ქულა მოუტანა.

0.117232