ფეხბურთი

20:55 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ, შესაძლოა, “ევერტონში” კიდევ ერთი წლით დარჩეს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა კატალონიელმა შემტევმა, ჟერარ დეულოფეუმ, შესაძლოა, მომდევნო სეზონშიც “ევერტონში” ითამაშოს.

20 წლის ფეხბურთელი “ევერტონში” “ბარსელონადანაა” განათხოვრებული. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მან 22 თამაში ჩაატარა (8 სასტარტო შემადგენლობაში), 3 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ მარტინესმა დეულოფეუს კიდევ ერთი წლით შენარჩუნების სურვილი არაერთხელ გამოთქვა და როგორც ჩანს, ასეც მოხდება. AS-ის ცნობით, მხარეებს შორის, არენდის კიდევ ერთი წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით, წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს.

0.12061