ფეხბურთი

13:10 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ “ბარსას” არ დატოვებს

კატალონიის “ბარსელონას” 19 წლის ფორვარდი ჟერარ დეულოფეუ უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ ესპანელის აგენტმა ხინეს კარვახალმა განუცხადა Marca-ს.

“როდესაც “ბარსელონას” მოუნდება, ახალ კონტრაქტსაც მაშინ გავაფორმებთ. ჩვენი მხრიდან პრობლემა არ იქნება. დეულოფეუ ძალიან ახალგაზრდაა და “ბარსას” დუბლშემადგენლობაში კარგად თამაშობს. მას კატალონიის დატოვება არ სურს”, - განაცხადა კარვახალმა.

აღსანიშნავია, რომ დეულოფეუსადმი დიდ ინტერესს ინგლისური “მანჩესტერ სიტი” იჩენს.

მიმდინარე სეზონში, დეულოფეუმ სეგუნდა დივიზიონში 27 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი მიითვალა.

 

0.117192