„რომა“ მოგებების სერიას განაგრძობს. რუდი გარსიას გუნდმა 3 ქულა სერია A-ს ზედიზედ მე-6 თამაშში აიღო, რასაც „ჯალოროსი“ მატია დესტროს უნდა უმადლოდეს. 23 წლის თავდამსხმელმა კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა.
დესტრომ სამივე გოლი კონტრშეტევის შედეგად გაიტანა. მან ჯერ ჟერვინიოს გადაცემა გამოიყენა, შემდეგ ნაინგოლანის, ბოლოს კი ფლორენცის. „კალიარის“ მაქსიმუმი პინილიას მიერ 89-ე წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი იყო.
ამ მოგებით, „რომამ“ მე-2 ადგილი თითქმის გაინაღდა, რადგან უქულოდ დარჩა მესამეადგილოსანი „ნაპოლი“. ნეაპოლელებმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე „პარმასთან“ წააგეს. თამაშის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე გავიდა, როდესაც პაროლომ, საჯარიმოს წინა ხაზიდან, რეინა მარცხენა ზედა კუთხეში გაუტანა.
3 ქულა აიღო მე-2 რომაულმა გუნდმაც, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა. „ლაციომ“ „სამპდორიას“ უმასპინძა და მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. დედაქალაქელების მხრიდან ანგარიში კანდრევამ გახსნა. მე-2 ტაიმის დასაწყისში „ლაციო“ მოედენზე 10 კაცით დარჩა, მაგრამ ედოარდო რეიას შეგირდებმა არათუ ანგარიშის შენარჩუნება, არამედ სხვაობის გაზრდაც მოახერხეს.
დღის მთავარი სენსაცია „ატალანტას“ მარცხი იყო. ბერგამოული გუნდი იტალიური გრანდების რიგებს არ მიეკუთვნება და სტეფანო კოლანტუანოს შეგირდების მარცხი განსაკუთრებით გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ გუნდის ბოლოდროინდელი სერიისა და მეტოქის გათვალისწინებით, „ატალანტას“ მარცხი მოსალოდნელი ნამდვილად არ იყო. ბერგამოელები ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „სასუოლოს“ მოგებათა 6-მატჩიანი სერიით დაუხვდნენ და მათ მეტოქეს ბოლო 4 მატჩში პირველი ქულების მოპოვების საშუალება მისცეს. თამაშის გმირად ნიკოლა სანსონე იქცა. 22 წლის თავდამსხმელმა თითო ტიამში თითო გოლი გაიტანა და გუნდს მოგება გაახსენა.
ორმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ კვლავ მოიგო „ფიორენტინამ“. ფლორენციელებმა „უდინეზეს“ უმასპინძლეს და მეტოქეს ბოლო სამ მატჩში პირველი მარცხი აგემეს. მონტელას გუნდს კუადრადომ მოაგებინა, რომელმაც ჯერ შორეული დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი, თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა. სტუმრებმა შემთხვევითი გოლი გაიტანეს - ფერნანდესი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში აწვდიდა, მაგრამ ბურთი კარში აღმოჩნდა.
ლაციო-სამპდორია 2:0 (1:0)
რომი, “ოლიმპიკო” 33000
ლაციო (4-3-3): ბერიშა, კონკო, ბიავა, კანა, რადუ, ონაზი, ბილია, ლულიჩი (მინალა 77), კანდრევა, პოშტიგა (მაური 61), კეიტა (პერეა 88).
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, რეჯინი, ბერარდი, პალომბო, კრსტიჩიჩი (რენანი 74), გაბიადინი (სანსონე 57), ედერი, სორიანო, ლოპესი (ოკაკა 61).
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
გოლები: 1:0 კანდრევა (42), 2:0 ლულიჩი (73).
გაფრთხილებები: ბილია 21, ლულიჩი 71, კეიტა 81 - დე სილვესტრი 27, რეჯინი 44.
გაძევება: ბილია 57.
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 8 (3)-15 (5), კუთხური: 3-12, თამაშგარე: 2-3, სეივი: 5-1, ჯარიმა: 21-21.
კალიარი-რომა 1:3 (0:1)
კალიარი, “სანტ ელია” 4500
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო, იკონომუ, ასტორი, აველარი, დესენა, კონტი, ეკდალი (ერიკსონი 50), კოსუ (იბრაიმი 68), ნენე (იბარბო 57), პინილია.
მწვრთნელი: დიეგო ლოპესი.
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, რომანიოლი (ტოროსიდისი 46), პიანიჩი (ტადეი 74), დე როსი, ნაინგოლანი (ბასტოსი 84), ფლორენცი, დესტრო, ჟერვინიო.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: 0:1 დესტრო (32), 0:2 დესტრო (56), 0:3 დესტრო (73), 1:3 პინილია (89, პენ).
გაფრთხილებები: ასტორი 34 - პიანიჩი 29, რომანიოლი 39, დესტრო 42, ფლორენცი 48.
მსაჯი: დავიდე მასა.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 18 (5)-6 (3), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 0-2, სეივი: 0-4, ჯარიმა: 7-16.
ატალანტა-სასუოლო 0:2 (0:1)
ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბენალუანე, ლუჩინი, იეპესი, დელ გროსო, ესტიგარიბია (ლივაია 78), ჩიგარინი, კარმონა (ბაზელი 71), ბონავენტურა, დე ლუკა (ბენტანკოურტი 64), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
სასუოლო (4-3-3): პეგოლო, გაცოლა, ანტეი, კანავარო, ლონგი, ბიონდინი (ჩიბსა 86), მანიანელი, მისიროლი, ბერარდი (როზი 76), ძაძა (ფლოკარი 76), სანსონე.
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.
გოლები: 0:1 სანსონე (33), 0:2 სანსონე (71).
გაფრთხილებები: დელ გროსო 51, იეპესი 61, კარმონა 66, ლუჩინი 70 - ძაძა 39, ანტეი 41, კანავარო 57.
მსაჯი: დანიელე ორსატო.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 8 (4)-12 (4), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-4, ჯარიმა: 15-23.
კატანია-ტორინო 1:2 (1:0)
კატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000
კატანია (4-3-3): ანდუხარი, პერუცი (ბირაგი 42), გიომბერი, ბელუსკი, როლინი (სპოლი 69), ისკო, ლოდი, პლაზილი, ბარიენტოსი (კასტრო 78), ბერგესიო, მონსონი.
მწვრთნელი: როლანდო მარანი.
ტორინო (3-4-1-2): პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, მაქსიმოვიჩი (მეჯორინი 65), ელ კადური, კურტიჩი (ფარნერუდი 33), დარმიანი, ტაჩციდისი, ჩერჩი (ბაშა 89), იმობილე.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 1:0 ბერგესიო (2), 1:1 ფარნერუდი (79), 1:2 იმობილე (83).
გაფრთხილებები: პერუცი 22, როლინი 63 - დარმიანი 28, მაქსიმოვიჩი 65, გლიკი 73, იმობილე 90+3.
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 9 (4)-14 (6), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 4-3, ჯარიმა: 20-12.
ფიორენტინა-უდინეზე 2:1 (1:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 31000
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, დიაკიტე, პასკუალი, ამბროზინი, პისარო (ანდერსონი 90+4), აკვილანი, ილიჩიჩი (ვოლსკი 75), რიდერი (მატრი 78), კუადრადო.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
უდინეზე (4-2-3-1-1): სკუფეტი, ორტო, დანილო, ბუბნიჩი (ლაცარი 57), ბადუ (ლოპესი 85), პერეირა, ვიდმერი, ალანი, გაბრიელი, ფერნანდესი (იებდა 90+4), მურიელი.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლები: 1:0 კუადრადო (25), 2:0 როდრიგესი (72, პენ), 2:1 ფერნანდესი (82).
გაფრთხილებები: ამბროზინი 47 - ბადუ 35, მურიელი 62, დანილო 70, პერეირა 89, ორტო 90+1.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 22 (4)-13 (3), კუთხური: 10-6, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 13-13.
პარმა-ნაპოლი 1:0 (0:0)
პარმა, “ენიო ტარდინი” 14841
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ფელიპე, მოლინარო, აკვა, მარკიონი, პაროლო (მუნარი 80), სკელოტო, პალადინო (გობი 89), ბიაბიანი (ჩერი 90+2).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, ენრიკე, ალბიოლი, ფერნანდესი, გულამი, ინლერი, ჟორჟინიო, კალიეხონი (მერტენსი 68), ჰამშიკი (პანდევი 81), ინსინიე, იგუაინი (საპატა 68).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გოლი: 1:0 პაროლო (55).
გაფრთხილებები: კასანი 24, მარკიონი 60, აკვა 63, პაროლო 78, მირანტე 87 - საპატა 76, ალბიოლი 79.
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 6 (1)-12 (1), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-0, ჯარიმა: 20-13.