ფეხბურთი

16:49 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა საქართველოსთან და ბელარუსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 სექტემბერს საქართველოს, ხოლო 10 სექტემბერს ბელარუსის ნაკრებებთან სტუმრად ჩასატარებელი მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დეშამმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:

მეკარეები: მიკაელ ლანდრო (“ბასტია”), უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), სტივ მანდანდა (“მარსელი”).

მცველები: ერიკ აბიდალი (“მონაკო”), გაელ კლიში (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), მატიე დებუში (“ნიუკასლი”, ინგლისი), პატრის ევრა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ლორენ კოსიელნი, ბაკარი სანია (ორივე “არსენალი”, ინგლისი), ელიაქიმ მანგალა (“პორტო”, პორტუგალია), ადილ რამი (“ვალენსია”, ესპანეთი).

ნახევარმცველები: ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”, გერმანია), მატიე ვალბუენა (“მარსელი”), ეტიენ კაპუე (“ტოტენჰემი”, ინგლისი), კლემენტ გრენიე (“ლიონი”), ჟოზუა გილავოგი (“სენტ-ეტიენი”), ჟოფრეი კონდოგბია (“მონაკო”), ბლეზ მატუიდი (პსჟ), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, იტალია), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”, ინგლისი).

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (“რეალი”, ესპანეთი), ანდრე პიერ-ჟინიაკი, დიმიტრი პაიე (ორივე “მარსელი”), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), სამირ ნასრი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი).

0.117093