ფეხბურთი

18:41 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა პლეი ოფებისთვის შემადგენლობა განსაზღვრა

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად უკრაინის ნაკრებთან ჩასატარებელი პლეი ოფებისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაასახელა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, მომავალი მატჩებისთვის დეშამმა შემდეგ მოთამაშეებს უხმო.

მეკარეები: უგო ლიორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), მიქაელ ლანდრო (“ბასტია”), სტივ მანდანდა (“მარსელი”).

მცველები: ერიკ აბიდალი (“მონაკო”), გაელ კლიში (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), მატიე დებიუში (“ნიუკასლი”, ინგლისი), პატრის ევრა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ლორან კოშელნი, ბაქარი სანია (ორივე “არსენალი”, ინგლისი), მამადუ საკო (“ლივერპული”, ინგლისი), რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი).

ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი (პსჟ), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, იტალია), მუსა სისოკო, იოან კაბაიე (ორივე “ნიუკასლი”, ინგლისი), კლემენ გრენიე (“ლიონი”), სამირ ნასრი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რიო მავუბა (“ლილი”).

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (“რეალი”, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), დიმიტრი პაიე (“მარსელი”), ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”, გერმანია), მატიე ვალბუენა (“მარსელი”), ლოიკ რემი (“ნიუკასლი”, ინგლისი).

პლეი ოფში 15 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრები უკრაინელებს კიევში დაუპირისპირდება, ხოლო 19 ნოემბერს საპასუხო მატჩი პარიზში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112337