ფეხბურთი

18:55 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა ნაკრებში ნასრი და აბიდალი დააბრუნა

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 14 აგვისტოს, ბრიუსელში ბელგიის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაასახელა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დეშამმა ნაკრებში სამირ ნასრი და ერიკ აბიდალი დააბრუნა.

მეკარეები: იუგო ლიორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), სტივ მანდანდა (“მარსელი”), მიკაელ ლანდრო (“ბასტია”);

მცველები: მატიე დებიუში (“ნიუკასლი”, ინგლისი), ერიკ აბიდალი (“მონაკო”), ელიაკიმ მანგალა (“პორტუ”, პორტუგალია), ადილ რამი (“ვალენსია”, ესპანეთი), გაელ კლიში (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), პატრის ევრა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ბაკარი სანია, ლორან კოსიელნი (ორივე - “არსენალი”, ინგლისი);

ნახევარმცველები: ჟოზუა გილავოგი (“სენტ-ეტიენი”), ჟოფრეი კონდოგბია (“სევილია”, ესპანეთი), რიო მავუბა (“ლილი”), ეტიენ კაპუე (“ტულუზა”), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”, ინგლისი), კლემან გრენიე (“ლიონი”), სამირ ნასრი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი);

თავდამსხმელები: ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”, გერმანია), მატიე ვალბუენა, დიმიტრი პაიე (ორივე - “მარსელი”), ქარიმ ბენზემა (“რეალი”, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი).

ბელგიასთან სპარინგი ფრანგებისთვის გემერალური რეპეტიციაა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისში საქართველოს ნაკრებთან 6 სექტემბერს შეხვედრამდე.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118625