ფეხბურთი

19:10 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: “სწორედ ესაა ფეხბურთის მთელი მაგია”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი უკრაინასთან მოგებით (3:0) და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლით კმაყოფილი დარჩა.

“სწორედ ესაა ფეხბურთის მთელი მაგია.”

“პირველ მატჩში მოედანზე თითქოს არც ვიყავით, მაგრამ დღეს კარგად ვითამაშეთ. საფრანგეთისთვის, ბრაზილიაში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობთ... ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო.”

“გუნდმა შეტევაში თავი კარგად წარმოაჩინა. დიდი ენთუზიაზმით ვთამაშობდით. როდესაც ყველა საბაზისო საკითხი მოგვარებულია, სერიოზულ ძალას წარმოვადგენთ.” – ციტირებს დეშამის სიტყვებს L’Equipe.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129988