ფეხბურთი

10:23 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი შეგირდებით კმაყოფილია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ამხანაგურ მატჩში ესპანეთის დამარცხების (1:0) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის ძირითადმა ბირთვმა, რომელიც მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე შეიკრა, თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა.

“მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. მით უმეტეს, უძლიერეს მეტოქესთან. განსაკუთრებით სასიხარულო კი ის თამაშია, რომელიც ბიჭებმა აჩვენეს. მუნდიალიდან მოყოლებული, გამოიკვეთა ძირითადი ბირთვი, რომლის გარშემოც გუნდი იკვრება. ამ მონახაზში შემავალ ფეხბურთელებს ერთმანეთის მშვენივრად ესმით. რაც შეეხება სათამაშო სქემას, ცხადია სხვა ტაქტიკური ვარიანტებიც გვაქვს და მათ საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ” – განაცხადა დიდიე დეშამმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115132