დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს მინიმუმ 2016 წლამდე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ფრანგულ სპორტულ გამოცემებს ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრაემ უკრაინასთან ჩატარებული პლეი-ოფის საპასუხო მატჩის დასრულებისთანავე აცნობა. შეხვედრა დეშამის გუნდმა 3:0 მოიგო, ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
“დიდიე დეშამს სრულ ნდობას ვუცხადებ. მოქმედ კონტრაქტს ვადა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ საფრანგეთის ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვისაც ეს მწვრთნელი მოამზადებს” – განაცხადა ნოელ ლე გრაემ.
ფრანგული გამოცემებისვე ცნობით, რომ არა პლეი-ოფის დაძლევა, დეშამი თანამდებობის დატოვებას აპირებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიძახდი წამოიცმევენ უკრაინასთქო!!! პოგბა
მენეზი კარგი ბიჭია,სწრაფია,ტექნიკურია და გოლის ალღოც კარგი აქვს,მაგრამ ბოლო დაიჩაგრა პსჟ-ში და შესაბამისად ნაკრებშიც აღარ იძახებს დიდიე,თანაც ვალბუენა და ნასრი მაგარ ფორმაშია და უფრო მაგიტო
ვალბუენას ჰაერში კლავს მენეზი და არამარტო, შეიძლება ნასრისაც!
ბენ არფა გამოიძახე ნაკრებში ძალიან მაგარია
მენეზი პსჯ დან უნდა წავიდეს თორე სხვა შემთხვევაში არ მოუწევს მუნდიალზე თამაში
სად გადარჩა ბედი შენი უკრაინას მოუგე თორე 2016 წლამდე კი არა ეხლავე მოხევდი სახლში
მეზეზი წაიყვანე შე ქინძო მსოფლიოზე
ვის რათ უნდა ეგ ვუჩინიჩზე ზარმაციი ))
აბაა ეგ რო დატოვოს ჯგუფში ჩარჩენას ვუსურვებ...
რა ყველას გაფანატებთ ამ მენეზზე

დაიმსახუროს და წაიყვანს
მეც ეგრე ვფიქრობდი რატო აფანატებენ მეთქი და რო ჩAვუჯექი მაგის იგრააას ძაააააააან გიჟიააააააა სწრაფი და ტეხნიკური და ტვინია იმენა
წაიყვანნენ აუცილებლად,ფლანგზე ერთი ადგილი გარანტირებული მხოლოდ რიბერის აქვს,დანრჩენი მენეზი,ვალბუენა,ნასრი,ბენ არფა თანაბარი შანსიაქვს ყველას