ფეხბურთი

17:14 | 21.10.2013 | ნანახია 0 - ჯერ

დეშამი პლეი ოფის კენჭისყრით კმაყოფილია

 

პლეი ოფის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ფორტუნა მისი გუნდის მიმართ შესაძლოა უფრო მკაცრი ყოფილიყო.

“ეს კარგი კენჭისყრა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში რთული მატჩები გველის. უკრაინა “მძიმე” მეტოქეა და ორი რთული თამაშის ჩატარება მოგვიწევს. როგორც ვიცი, ამ ნაკრებს დიდი ხანია არ წაუგია და შესარჩევი ეტაპი კვალიფიციურად ჩაატარა. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბრაზილიაში ფინალურ ეტაპზე მოვხდეთ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია სად ატარებს პირველ მატჩს და სად მეორეს. ცხადია, პლუსია, რომ საპასუხო შეხვედრას შინ ვითამაშებთ. თუმცა, პირველ ყოვლისა უნდა ვნახოთ პირველი თამაში როგორ დამთავრდება. საჭიროა, რომ საპასუხო მატჩის წინ შანსი დაგვრჩეს. მეტოქეს პატივს ვცემთ და მასთან დაპირისპირებისთვის ვემზადებით” – განაცხადა დეშამმა Eurosport-თან საუბარში.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:42 | 26.12.2015
S.A.F. (2852)

რა დიშლადუნდათ თორე კი წაიყყვანონ თანახმა ვარ მე მეგონა რომ იყიდეს იტალიის ნაკრებში დგასო და მეთქი გვეშველათქო და იანგი ჯობია რო დგება ცოცხლდება ფლანგი

15:55 | 26.12.2015
chamilo (33560)

დარმიანი როცა ადვილი საყიდი იყო მაშინ არ იყიდეს და ეხლა მანიუ მაგას არ გაყიდის და თან გვარდი მიდი რა ააცვი რა ლამის გადმოწევა იყოს სადაც არის

0.06564