ფეხბურთი

22:27 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: “მთავარი მოგებით დაწყებაა”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ძლიერ გუნდთან დაპირისპირებით არ იწყებს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატის მოგებით დაწყებაა. ჩვენი უპირატესობაა ის, რომ პირველ ტურში შვეიცარიას არ ვხვდებით.” – ციტირებს დეშამის სიტყვებს FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

საფრანგეთი, E ჯგუფში, შვეიცარიასთან, ეკვადორთან და ჰონდურასთან მოხვდა. დეშამის გუნდი პირველ ტურში ჰონდურასს დაუპირისპირდება, რასაც შვეიცარიასთან და ეკვადორთან დაპირისპირება მოჰყვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126945