ფეხბურთი

21:07 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: “კარგი იქნება, თუ ბენზემა ფორმას შეინარჩუნებს”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი “რეალში” ქარიმ ბენზემას თამაშით კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ 26 წლის ფეხბურთელი ფორმას მსოფლიოს ჩემპიონატამდე შეინარჩუნებს.

“ბენზემა შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი “ბარსელონასთან” დამარცხდა.

მას ყოველთვის დიდი პოტენციალი ჰქონდა. ახლა, ქარიმი ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაშია. მან დამაჯერებლობა დაიბრუნა და მეტოქის კარისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

კარგი იქნება, თუ ბენზემა ფორმას სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს. ეს წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად ითამაშოს.” – აცხადებს დეშამი.

შეგახსენებთ, რომ კვირას გამართულ “ელ კლასიკოში” ბენზემამ 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 39 თამაშში მის ანგარიშზე 23 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103339