ფეხბურთი

13:32 | 15.10.2013 | ნანახია 0 - ჯერ

დეშამი: “ესპანეთის ბედი მის ხელთაა”

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ფინეთთან საშინაო მატჩში მხოლოდ გამარჯვებისთვის განაწყობს. ამავე დროს, მას ესმის, რომ “სამფეროვნები” პლეი ოფის მატჩებს ვერ აცდებიან.

საქმე ისაა, რომ საფრანგეთი ჯგუფის ლიდერ ესპანეთს, რომელიც ქართველებს ეთამაშება სამი ქულით ჩამორჩება და პლუს გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობა აქვს. 

“როდესაც თამაშისთვის ვემზადები, მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ. ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ. დიდი ალბათობით, პლეი ოფის მატჩები გველის. ესპანეთის ბედი მის ხელთაა” – იუწყება დეშამის სიტყვებს ფრანგული პრესა.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:21 | 09.04.2014
asurbanifali (104)

ხომ გეუბნებოიდთ არ უნდა ამ კაცს რეკორდები...ბოლო პერიოდი საერთოდ არ უთამაშია..მაგარი კაცია დურანტულა...

0.067848