ფეხბურთი

21:11 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი ბენზემას შანსს აძლევს

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი კარიმ ბენზემას მოუწოდებს ეროვნულ გუნდში საკუთარი თამაში იპოვოს.

25 წლის თავდამსხმელს ეროვნულ ნაკრების ბოლო 28 მატჩში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი.

"მან იცის რას ველი მისგან და თვითონაც აანალიზებს, რომ უფრო მეტი შეუძლია. ბენზემას პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ არაეფექტურად თამაშობს. არ მინდა ფეხბურთელმა უნდობლობა იგრძნოს. მას შანსი უნდა მივცეთ, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს. ზოგჯერ მას უიღბლობა სჭირს, რადგან ბევრჯერ კარგად უთამაშია, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეც შესანიშნავად ირჯებოდა", - განუცხადა Radio Francia Internacional-ს დეშამმა.

კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალს" 2009 წელს "ლიონიდან" შეუერთდა. მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 189 შეხვედრაში ფრანგმა თავდამსხმელმა 91 გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კი ბენზემა 2007 წლიდან ირჯება და "მამლების" რიგებში ჩატარებულ 60 მატჩში თავი 15-ჯერ გამოიჩინა.

 გიორგი ბალახაძე

0.119962