დერონ უილიამსი მშვენიერ სპორტულ ფორმაში იმყოფება. დღეს გამთენიისას, მან NBA-ს რეკორდი დაამყარა, Barclays Center-ში ჩაუგდო რა "ვაშინგტონს" პირველ ტაიმში 9 სამქულიანი. მატჩის მეორე ნახევარში, მან კიდევ ორჯერ გაისროლა შორიდან ზუსტად და პერიმეტრიდან ერთი შედეგიანი სროლა დააკლდა, რათა გამხდარიყო ლიგის კიდევ ერთი რეკორდის მფლობელი: დღემდე, NBA-ს მატჩში არავის ჩაუგდია 12 სამქულიანი, 11 ზუსტი შორეული ტყორცნით კი, დერონმა გაიმეორა სხვადასხვა დროს მარშალის, კობი ბრაიანტისა და სტეფ კარის დაფიქსირებული შედეგი.
დედაქალაქურ გუნდთან დაპირისპირებაში, რა გასაკვირია, რომ "ბრუკლინმა" თავისი ლიდერის ასეთი თამაშის ფონზე, პირველივე წუთებიდან იგდო ხელთ უპირატესობა და ჯამში, 17 ქულიანი სხვაობით იმარჯვა - 95:78. მატჩის გმირი, რაღა თქმა უნდა, დერონ უილიამსი გახდა, რომელმაც მეტოქეს 42 ქულა უთავაზა, საკუთარ თანაგუნდელებს კი 5 შედეგიანი პასიც შეაწია. პი ჯეი კარლესიმომ, "ნეთსის" ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია სამატჩო განაცხადში კი შეიყვანა, თუმცა შეხვედრაში ჩართვის საშუალება არ მიუცია.
დასანანი მარცხი იწვნია "ატლანტამ" TD GARDEN-ში. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე 3 მეოთხედის შემდეგ, "ბოსტონმა" სათამაშო ტემპი დააგდო და რამოდენიმე შემთხვევაში, პოზიციური შეტევებიდან ურთულესი ბურთი ჩააგდო სირენასთან ერთად, რამაც ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, "სელტიქსს" 8 ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ლარი დრიუმ დროულად მოახერხა საკუთარი გუნდის გამოფხიზლება - ჯერ კორვერმა ჩააგდო შორი დისტანციიდან, შემდეგ ჯოშ სმიტმა 3 წამიან ზონაში ლაზერული პასი მიაწოდა ჰორფორდს, რომელსაც ჩაგდება არ გასჭირვებია, შუალედში ტიგმა ითამაშა შთამბეჭდავად და ანგარიშიც გათანაბრდა. დაინიშნა ოვერტაიმი, სადაც ისევ "ჰოუქსი" გაიჭრა წინ, თუმცა ჯერ პოლ პირსმა ჩააგდო 3 ქულიანი, ხოლო დამატებითი ხუთწუთეულის დასრულებამდე 35 წამით ადრე, ჯეისონ ტერიმ შორი დისტანციიდან მკვლელი სროლა ჩაუშვა მეტოქის კალათში. სტუმრებს ბოლო შანსი ეძლეოდათ შეხვედრის გადარჩენის: ჯოშ სმიტმა ამჯერადაც სცადა დომინიკელი ცენტრისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი ბურთი გადაეწოდებინა ფარის სიახლოვეს, თუმცა, ეს კომბინაცია ამჯერად აღარ გავიდა, რაც უკვე დამარცხებას ნიშნავდა. საბოლოოდ, 107:102. ტრავმებით გატანჯულმა "ბოსტონმა", მიმდინარე რეგულარულში 34-ე გამარჯვება მოიპოვა. "ატლანტას" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია და იგი სამატჩო განაცხადში არ გახლდათ.
"მაიამი ჰიტი" აგრძელებს საკლუბო ისტორიის თავიდან გადაწერას. ერიკ სპოელსტრას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-17-ე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად დაამარცხა რა ყველანაირი პრობლემების გარეშე საკუთარ დარბაზში "ფილადელფია" - 102:93. კვლავ შთამბეჭდავი გახლდათ "დიდი ტრიოს" მონაგარი: ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 25 ქულა+10 მოხსნა, დუეინ ვეიდმა 22 ქულა, ხოლო კრის ბოშმა - 16 ქულა.
ტონი პარკერის გარეშე დარჩენილი "სან ანტონიო", მოულოდნელად 30 ქულიანი სხვაობით განადგურდა საკუთარ ტერიტორიაზე "პორტლენდთან" - 106:136. ბენეფისი მოიწყო "ბლეიზერსის" ახალბედა გამთამაშებელმა დამიენ ლილიარდმა, რომელმაც 35 ქულით ყველა დისტანციიდან ააოხრა ტეხასელთა დაცვა. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები აფეთქდნენ და მათი შეჩერება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელ მეოთხედში, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა საკუთარ კალათში 46 ქულა მიიღო.
კობი ბრაიანტი აგრძელებს საგმირო საქმეების ჩადენას საკალათბურთო მოედანზე. ამჯერად, "ლეიკერსმა" საკუთარ დარბაზში "ტორონტოს" უმასპინძლა და მხოლოდ ოვერტაიმში შეძლო მეტოქის დამარცხება - 118:116. პირველ მეოთხედში, კალიფორნიელებს დაცვაში ჩამოეძინათ, რის შედეგაცად, საწყის 12 წუთში 37 ქულა მიიღეს საკუთარ კალათში. მატჩის მეორე ნახევარში, როგორც იქნა, ამუშავდა "დიდი ტრიო" მაიკ დანტონის გუნდის შემადგენლობაში. დუვაიტ ჰოვარდმა, სტივ ნეშმა და კობი ბრაიანტმა გუნდური თამაშის პრინციპით შეძლეს შეხვედრის ბედის მობრუნება, აგებდნენ რა ბოლო მეოთხედის სტარტზე 10 ქულას. ბოლო 30 წამში, ბრაინტმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც ნეში და დუვაიტიც წამოეშველენ, რის შედეგადაც, პირველად, მიმდინარე რეგულარულში, "ლეიკერსმა" მოგება-წაგებათა ბალანსი დადებითი გაიხადა - 32-31.
შეხვედრის გმირი, უდავოდ, "შავი მამბა" გახლდათ, რომლის მონაგარი 42 ქულა იყო.
შარლოტი - ოკლაჰომა 94:116 (29:28, 21:36, 16:26, 28:26)
შარლოტი: ვოკერი (11), ჰენდერსონი (21),ბიიომბო (4), მულენსი (5), კიდ-გილკრისტი (2); ადრიენი (12),გორდონი (19),ტეილორი (8),ჰეივუდი (2),მაკრობერტსი (5), უილიამსი (5)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (11), სეფალოშა (13), პერკინსი (5), იბაკა (12), დურანტი (19); მარტინი (11), კოლისონი (4), ტაბიტი (8), ფიშერი (13), ჯონსი (6), ლემბი (5), ბრიუერი, ჯექსონი (9)
ორლანდო - ინდიანა 86:115 (15:22, 23:31, 25:32, 23:27)
ორლანდო: ნელსონი (10), ჰარისი (7),ჰარკლესი (3),ვუჩევიჩი (12), აფლალო (19); ოქვინი (2),უდრიხი (12), მური (6),ლემბი (5), ჯონსი (6), ჰარინგტონი (2), ნიკოლსონი (2)
ინდიანა: ჰილი (11), სტივენსონი (10), ჰიბერტი (10), ვესტი (9), ჯორჯი (25); იანგი (5), ტ.ჰენსბრო (18), გრინი (), მაინმი (2), ოგუსტინი (14), ჯონსონი (2), პენდერგრაფი (2), გრინი (7)
ბრუკლინი - ვაშინგტონი 95:78 (38:14, 21:19, 15:25, 21:20)
ბრუკლინი: უილიამსი (42), ჯონსონი (6), ლოპესი (11),ევანსი (11+24მ), ვოლესი (2); ბლაჩი (3),ვოტსონი (6), ბოგანსი (2), ბრუქსი (7), ტელეტოვიჩი (5)
ვაშინგტონი: ვოლი (16), ოკაფორი (6), ნენე (11), ვებსტერი (5), არიზა (4); სერაფინი (11), ვესლი (4), ბუკერი (5), ტემპლი (2), სინგლეტონი (2), მაკი, პრაისი (10), მარტინი (2)
დეტროიტი - დალასი 99:102 (17:22, 25:28, 29:26, 28:26)
დეტროიტი: ნაითი (21), სინგლერი (9), მონრო (14+10მ), მაქსიელი (12), კალდერონი (7); მიდლეტონი (14), სტაკი (1), ჯერებკო (5), ბაინამი (4), ვილიანუევა (12)
დალასი: მ.ჯეიმსი (12), მეიო (22), კამანი (10), კრაუდერი (2), ნოვიცკი (12); კოლისონი (11),კარტერი (), რაიტი (2), კარტერი (10), ბრენდი (9)
კლივლენდი - მემფისი 92:103 (19:23, 32:25, 18:32, 23:23)
კლივლენდი: ირვინგი (24), ვეიტერსი (3),ზელერი (2), ტომფსონი (10), ჯი (12); მაილსი (13),ვოლტონი (6), სპეიტსი (9), ელინგტონი (7), ლივინგსტონი (6)
მემფისი: კონლი (17+11პ), ალენი (11), გასოლი (22), დევისი (12), პრინსი (8); დაიე (3), ლეური (4), ბეილისი (17), როტენი (5), პოინდექსტერი (4)
ბოსტონი - ატლანტა 107:102 (28:26, 24:21, 20:21, 22:26, 13:8)
ბოსტონი: ლი (4), ბრედლი (5), გარნეტი (17), ბასი (8), პირსი (27); ვილკოქსი (6), გრინი (12), ტერი (19), კროუფორდი (9)
ატლანტა: ტიგი (26), ჰორფორდი (22+13მ), სმიტი (32+8მ+9პ), პეტრო (2), ჰარისი (12); ჯენკინსი, ტოლივერი (5), კორვერი (3), ჯონსი
მაიამი - ფილადელფია 102:93 (28:24, 19:27, 29:24, 26:18)
მაიამი: ჩელმერსი (8), ვეიდი (22), ბოში (16), ჯეიმსი (25), ჰასლემი (2); ალენი (12), კოული (2), ლუისი, ბეტიე (11), ანდერსონი (4)
ფილადელფია: ჰოლიდეი (9), ჯენკინსი (2), თ. იანგი (25), თერნერი (10), ჰოუსი (13+10მ); მოუტრი (2), რაიტი (14), აივი (6), ვილკინსი (12)
ჩიკაგო - იუტა 89:88 (26:23, 29:23, 17:24, 17:18)
ჩიკაგო: რობინსონი (14), ბელინელი (22), ნოა (9), ბუზერი (22+10მ), დენგი (12); ბატლერი (1),მოჰამედი (9), ტიგი
იუტა: მო. უილიამსი (2), ფოი, ჯეფერსონი (23), მილსაპი (10), კეროლი (4); ვოტსონი (), ფეივორსი (11), კანტერი (10), ,ჰაივარდი (5), ტინსლი (5), მა. უილიამსი (14), ბარქსი (4)
სან ანტონიო - პორტლენდი 106:136 (29:27, 28:30, 25:33, 24:46)
სან ანტონიო: ჯოზეფი (13), გრინი (10), ლეონარდი (16), სპლიტერი (9), დანკანი (18); ჯექსონი (5), დიაუ (5), ჯინობილი (16), ბონერი (6), მილსი (6), დე კოლო (), ბლერი (2)
პორტლენდი: ლილარდი (35), მეტიუსი (15), ჰიქსონი (23+11მ), ოლდრიჯი (26), ბატუმი (2); ლეონარდი, მეინორი (20), ფრილანდი(6), კლავერი (3), ბარტონი (3), ბაბიტი (3), სმიტი
საკრამენტო - ფინიქსი 121:112 (32:30, 27:27, 30:25, 32:30)
საკრამენტო: ტომასი (27), ევანსი (25), კაზინსი (22+14), ტომპსონი (12), სალმონსი (2); ფრედიტი (2),ტორნტონი (23), პატერსონი (8)
ფინიქსი: დრაგიჩი (17+16პ), ჯონსონი (19), სკოლა (14), მარკიფ მორისი (9), მარკუს მორისი (12); ბისლი (12), ჰადადი (2), დადლი (11), ტაკერი (2)
ლეიკერსი - ტორონტო 118:116 (25:37, 28:22, 26:30, 30:20, 9:7)
ლეიკერსი: ნეში (22), ბრაიანტი (41+12პ), ჰოვარდი (24+13მ), კლარკი (2), ვორლდ ფისი (9);მიქსი (8), ჯემისონი (9), ბლეიკი (3)
ტორონტო: ლოური (15+10პ), დეროზანი (28),ვალანჩუნასი (12), გეი (17), ბარნიანი (); ჯონსონი (8), ფილდსი (6), ანდერსონი (17), ლუკასი (11), გრეი
გოლდენ სტეიტი - ჰიუსტონი 88:94 (30:21, 18:29, 28:23, 12:21)
გოლდენ სტეიტი: კარი (24), ტომპსონი (22), ბოგატი (3), ლი (16), ბარნსი (6); ჯეფერსონი (3), ლენდრი (3), ჯეკი (9), გრინი (2)
ჰიუსტონი: ლინი (15), ჰარდენი (20+11პ), აშიკი (6+17მ), მოტეიუნასი (9), პარსონსი (26); ბევერლი, გარსია (6), დელფინო (12)
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 63 | 48 | 3 | 3 | 15 | 6600:6059 | 0.762 |
2. | ოკლაჰომა | 62 | 46 | 4 | 1 | 16 | 6631:6037 | 0.742 |
3. | კლიპერსი | 64 | 44 | 0 | 1 | 20 | 6445:6037 | 0.688 |
4. | მემფისი | 60 | 41 | 3 | 1 | 19 | 5618:5368 | 0.683 |
5. | დენვერი | 63 | 41 | 3 | 1 | 22 | 6663:6402 | 0.651 |
6. | გოლდენ სტეიტი | 63 | 35 | 2 | 2 | 28 | 6352:6386 | 0.556 |
7. | ჰიუსტონი | 63 | 34 | 0 | 3 | 29 | 6731:6524 | 0.540 |
8. | იუტა | 62 | 32 | 3 | 2 | 30 | 6109:6116 | 0.516 |
9. | ლეიკერსი | 63 | 32 | 2 | 0 | 31 | 6469:6405 | 0.508 |
10. | პორტლენდი | 61 | 29 | 5 | 1 | 32 | 5981:6088 | 0.475 |
11. | დალასი | 61 | 28 | 1 | 8 | 33 | 6173:6260 | 0.459 |
12. | მინესოტა | 58 | 21 | 1 | 1 | 37 | 5499:5663 | 0.362 |
13. | საკრამენტო | 64 | 22 | 0 | 4 | 42 | 6326:6718 | 0.344 |
14. | ნიუ ორლეანი | 62 | 21 | 1 | 3 | 41 | 5859:6073 | 0.339 |
15. | ფინიქსი | 62 | 21 | 3 | 2 | 41 | 5856:6203 | 0.339 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 60 | 46 | 5 | 1 | 14 | 6207:5775 | 0.767 |
2. | ინდიანა | 62 | 39 | 2 | 3 | 23 | 5833:5547 | 0.629 |
3. | ნიუ იორკი | 59 | 37 | 0 | 1 | 22 | 5886:5665 | 0.627 |
4. | ბრუკლინი | 62 | 36 | 5 | 0 | 26 | 5893:5851 | 0.581 |
5. | ჩიკაგო | 62 | 35 | 3 | 1 | 27 | 5732:5664 | 0.565 |
6. | ბოსტონი | 61 | 34 | 7 | 4 | 27 | 5874:5848 | 0.557 |
7. | ატლანტა | 61 | 34 | 4 | 1 | 27 | 5958:5910 | 0.557 |
8. | მილუოკი | 59 | 30 | 3 | 2 | 29 | 5814:5872 | 0.508 |
9. | ტორონტო | 63 | 24 | 2 | 7 | 39 | 6160:6246 | 0.381 |
10. | ფილადელფია | 61 | 23 | 2 | 1 | 38 | 5624:5867 | 0.377 |
11. | დეტროიტი | 64 | 23 | 0 | 3 | 41 | 6039:6255 | 0.359 |
12. | კლივლენდი | 62 | 21 | 0 | 1 | 41 | 6053:6271 | 0.339 |
13. | ვაშინგტონი | 60 | 19 | 0 | 5 | 41 | 5492:5713 | 0.317 |
14. | ორლანდო | 63 | 17 | 0 | 3 | 46 | 5930:6336 | 0.270 |
15. | შარლოტი | 62 | 13 | 3 | 1 | 49 | 5767:6415 | 0.210 |