“ჩიკაგოს” ვარსკვლავი დერიკ როუზი დიდხნიანი შესვენების შემდეგ პირველად გამოჩნდა “ბულზის” სათადარიგოთა სკამზე. ეს მოვლენა რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში “ინდიანას” წინააღმდეგ (92:97) მოხდა – იტყობინება Chicago Tribune.
ტაიმ-აუტების დროს როუზი აქტიურად მონაწილეობდა კომბინაციების გარჩევაში და თამაშის მიმდინარეობისას “ბულზის” წარმატებულ თამაშს დიდი ოვაციებით უჭერდა მხარს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაატარებს დერიკი პირველ მატჩს მიმდინარე სეზონში. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ივნისში მან მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის მერეც ისევ მიმდინარეობს “ჩიკაგოს” გამთამაშებლის რეაბილიტაციის პროცესი.