კალათბურთი

16:25 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დერიკ როუზი:" ღმერთმა უწყის როდის დავბრუნდები"

 

"ჩიკაგო ბულზის" ძირითადმა გამთამაშებელმა დერიკ როუზმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ჟურნალისტებთან ინტერვიუში, რომ დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იცის, როდის მოხდება მისი დაბრუნება ოფიციალურ მატჩებში.

"ნამდვილად ვერ დაგისახელებთ თარიღს, თუ როდის შედგება ნბა-ს ოფიციალურ მატჩში ჩემი დაბრუნება, ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, შეიძლება ერთი თვის მერე, ან სულაც მომავალ სეზონში. შინაგანად ვგრძნობ, რომ უკვე მზად ვარ უმაღლეს დონეზე თამაშისათვის, მაგრამ ექიმები მაინც წინააღმდეგები არიან. მხოლოდ ღმერთმა უწყის თუ როდის მოგვარდება ჩემთვის ეს პრობლემა" - ციტირებს როუზის სიტყვებს ნბა-ს ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო "ჩიკაგო ბულზის" ლიდერი თამაშგარე მდგომარეობაში გასული წლის ივნისიდან იმყოფება.

0.11259