ფეხბურთი

3:06 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„დეპორტივო“ გასავარდნ ზონას დაშორდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 33–ე ტური „ბეტისისა“ და „დეპორტივოს“ მატჩით დასრულდა. სევილიელებმა და ლა კორუნიელებმა გოლები გაცვალეს და თითო ქულა ჩაიწერეს თავიანთ ანგარიშებზე. ამ ფრის წყალობით, „დეპორტივომ“ გასავარდნ ზონას თავი ქულით დააღწია და ახლა, მე–16 ადგილზეა.

ლა კორუნიელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხეს. მე–7 წუთზე, ივან რიკიმ მეტოქე ეფექტურად ჩამოიცილა და ანდალუსიელთა კარი აიღო, რითაც მასპინძლებს საქმე ერთობ გაურთულა.

მეორე ტაიმში, „ბეტისმა“ აქტიურად შეუტია და საწადელსაც მალევე მიაღწია – ხორხე მოლინამ მარცხენა ფრთაზე ჩამოიშორა სტუმართა მცველი და ქულის მომტანი გოლის ავტორი გახდა – 1:1.

 

 

ლა კორუნია. „რიასორი“. 32800

ბეტისი – დეპორტივო 1:1 (0:1)

ბეტისი: ადრიანი, პერკისი (მარიო 55), ნაჩო, ჩიკა, ამაია, ბენიატი, კანიასი, ვადილიო (პაბონი 46), კასტრო, მოლინა, კემპბელი (კარლოსი 65).

მწვრთნელი: პეპე მელი

დეპორტივო: ფერნანდო ვასკესი

მწვრთნელი: არანსუბია, პაბლო, კაკა, აიტამი, სილვიუ (ოლივეირა 79), აგილარი, დომინგესი, გამა, რიკი (კაშტრუ 82), პიცი (კამუნიასი 90)

გოლები: 0:1 რიკი (7), 1:1 მოლინა (49)

გაფრთხილებები: კანიასი (29), ვადილიო (43), კემპბელი (63), ჩიკა (69), ნაჩო (70) – აიტამი (38), აგილარი (59)

არში დარტყმა: 20 (4) – 12 (6) ჯარიმა: 17 - 19 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 52% - 48% 

0.124653